ცხადდება შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო პროექტების კონკურსი

   სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო  საგრანტო პროექტების კონკურსს  2019 წლის 4 ივნისიდან 

კონკურსის  მიზანია  ხელი შეუწყოს:

  • უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენას,
  • ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობას,
  • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას,
  • სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას ქართველ და უცხოელ მკვლევრებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

პროექტების წარდგენა შესაძლებელია სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებებით.  გრანტის მოპოვება შესაძლებებლია მხოლოდ ღია საკონკურსო წესით

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • უნივერსიტეტის პროფესორს, ასოცირებულ ან ასისტენტ-პროფესორს;
  • უნივერსიტეტის დოქტორანტს;
  • მკვლევართა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი. ამ ჯგუფში შესაძლებელია მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები, აგრეთვე, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში – მოწვეული სპეციალისტი.

საგრანტო კონკურსის განხორციელების ვადები და ბიუჯეტი

პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

ბიუჯეტში არ უნდა იყოს გათვალისწინებული  სახელფასო ანაზღაურება

დასაფინანსებელი პროექტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის პირობები და დოკუმენტაცია:

  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით, ქართულ ენაზე.
  • განაცხადის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა სავალდებულოა მყარ დისკზე (კომპაქტდისკი);

სავალდებულო  დოკუმენტაცი

 განცხადება (განცხადების ფორმა, დანართი I)

  • განაცხადის შევსებული ფორმა (დანართი II)
  • პროექტის რეზიუმე(1 გვერდი);
  • საპროექტო წინადადება (დანართი III), (არაუმეტეს 5 გვერდისა);
  • პროექტის ბიუჯეტი (დანართი IV);
  • თანადაფინანსების შემთხვევაში, მისი დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი (დოკუმენტში უნდა მიეთითოს თანადაფინანსების მოცულობა და ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელსაც თანადაფინანსება ფარავს).

პროექტის შემოტანის ვადა  – 2019 წლის 4 ივლისის 18.00 სათამდე

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

იხილეთ ბმულზე შეფასების კრიტერიუმები და საგრანტო კომისიის  ოქმი

მისამართი: ახალციხე, რუსთაველის ქ #113, I კორპუსი, ოთახი 413

 საკონტაქტო ინფორმაცია: მალხაზ ლომსაძე-კომისიის თავჯდომარე-599108350