ხარისხის უზრუნველყოფა არის შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, (მუხლი 25) რომლის მთავარი ფუნქციაა” სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასება და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადება”. მოქმედებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების და სამსახურის დებულების შესაბამისად.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ზრუნავს სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე. 
• ფაკულტეტებთან შეთანხმებით შეიმუშავებს სასწავლო პროცესებთან დაკავშირებულ საუნივერსიტეტო სტანდარტებსა და მოთხოვნებს; 
• სისტემატურად აფასებს სასწავლო პროცესის ხარისხს; 
• ახდენს სასწავლო პროგრამების შინაარსობრივ და სტრუქტურულ ანალიზს; 
• ცდილობს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვას უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯებესების მიზნით.

 ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან ერთად, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
– მონაწილეობას იღებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ სხვადასხვა ტრეინინგებსა და კონფერენციებში;
– აწყობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს უნივერსიტეტის შიგნით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადმინისტრაცია, სწავლების მეთოდები, სილაბუსებისა და კურიკულუმების განვითარება და ა.შ.
– აწარმოებს ანონიმურ გამოკითხვას სტუდენტებს შორის ლექტორებისა და ზოგადად უნივერსიტეტში არსებული პირობების შესახებ.
– აწარმოებს დისკუსიას სტუდენტებთან, ასევე აკადემიურ, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალთან. 
ყოველივე ამის შემდეგ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამზადებს დასკვნით მოხსენებებს.

 იმავდროულად ჩართულია თვითშეფასების პროცესში, რაც აუცილებელია საკრედიტაციო პროცესების წარმატებით დასრულებისათვის.

 

სამსახურის დებულება 

საკონტაქტო ინფორმაცია:
quality@sjuni.edu.ge
Tel: +995 91 41 12 76
ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 113, ოთახი 212

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – რევაზ ზედგინიძე

 

უფროსი სპეციალისტი – თეა თათენაშვილი

 

უფროსი სპეციალისტი – ნუნუ ჭაღიაშვილი

 

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი – მაია ქუქჩიშვილი

 

ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი – ნანა ჯღარკავა

 

ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უზრუნველყოფის სპეციალისტი – ლელა წითაშვილი

სწრაფი წვდომის ბანერები