ბოლონიის პროცესი

ბოლონიის დეკლარაცია ხელმოწერილ იქნა ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების მიერ 1999 წელს. თუმცა, მას საფუძველი ჩაეყარა უფრო ადრე – 1998 წელს სორბონის კონფერენციის დეკლარაციით, რომელიც მიიღო 4-მა ქვეყანამ (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იტალია).

             ერთიანი ხედვა 

ბოლონიაში განათლების მინისტრები შეთანხმდნენ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ერთიან ხედვაზე. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ხედვა იყო პოლიტიკურად რელევანტური მათი ქვეყნებისათვის და ასახეს იგი ბოლონიის დეკლარაციის ოპერატიულ მიზნებში.

იმ დროისათვის ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი ელემენტები ასეთი იყო:

• ევროპის ქვეყნები, განსხვავებული პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ტრადიციებით, ჩაებმებოდნენ თანამშრომლობაში საერთო მიზნების მისაღწევად;
• ევროპელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ ადვილად გადაადგილებას ერთი ქვეყნიდან მეორეში კვალიფიკაციისა და სწავლის პერიოდების სრული აღიარებით და ხელი მიუწვდებათ ევროპის დასაქმების ბაზრისადმი;

• ევროპის უმაღლესი განათლების ინსტიტუციები (HEI) შეძლებენ რომ ითანამშრომლონ და გაცვალონ სტუდენტები/სტაფი ურთიერთ-ნდობისა და რწმენის, ასევე გამჭვირვალობისა და ხარისხის საფუძველზე;

• ევროპის მთავრობები შეუხამებენ ეროვნულ ემაღლესი განათლების რეფორმებს ფართო ევროპულ კონტექსტს;

• უმაღლესი განათლება ევროპის რეგიონში გაზრდის მის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას, ისევე როგორც შევა დიალოგში და გააუმჯობესებს თანამშრომლობას მსოფლიოს სხვა რეგიონების უმაღლეს განათლებასთან.

გასული 18 წლის განმავლობაში, ბოლონიის პროცესმა, ნებაყოფლობითი შერწყმითა და მთავრობათაშორისი მიდგომით, შეძლო ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ძირითადი საყრდენი სვეტების ამოყვანა. ესენია:

• საერთო ჩარჩო, რომლებიც მოიცავს EHEA-ს კვალიფიკაციების ყოვლისმომცველ ჩარჩოს, საერთო კრედიტების სისტემას (ECTS), სტუდენტზე ორიენტირებული სწავლის განვითარების საერთო პრინციპებს, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, საერთო რეესტრს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისათვის და ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციების მიერ შემუშავებულ საერთო მეთოდოლოგიებსა და მდგრად მიღწევებს.

• რიგი საერთო ინსტრუმენტებისა, კერძოდ ECTS-ის მომხმარებელთა გზამკვლევი, დიპლომის დანართი, ლისაბონის აღიარების კონვენცია.

 

სორბონის დეკლარაციიდან ევროპის უმაღლესი განათლების სივრცემდე

მარტივი განმარტებით, ბოლონიის პროცესის მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) შექმნა აკადემიური ხარისხის სტანდარტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების ჰარმონიზებით თითოეული ფაკულტეტისათვის ევროპის მასშტაბით.

ბოლონიის პროცესი წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ნებაყოფლობით პროცესს ევროპულ დონეზე და ამჟამად დანერგილია 48 ქვეყანაში, რომლებიც ქმნიან ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს (EHEA).

ბოლონიის პროცესი არის ევროპის ქვეყნების მინისტრთა შეხვედრებისა და ევროპის ქვეყნებს შორის ხელშეკრულებების მთელი სერია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების სტანდარტებისა და ხარისხის შედარებითობა.

ყოველ 2-3 წელიწადში იმართება მინისტრთა კონფერენცია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში (EHEA) მიღწეული პროგრესის შესაფასებლად და ახალი ნაბიჯების დასასახად.

საქართველო ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის წევრია 2005 წლიდან.

 

ვინ არის ჩართული ბოლონიის პროცესში?

ამჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 49 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.

ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნები წარმოდგენილნი არიან როგორც სამთავრობო, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და დამსაქმებლების დონეზე.

პროცესის ძირითადი მონაწილეები არიან:

ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმომწერი ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრები; ევროსაბჭო; ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), უმაღლესი პროფესიული განათლების ინსტიტუტები (EURASHE), ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტური კავშირი (ESU), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (ENQA), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UNESCO); განათლების პან-ევროპული საერთაშორისო სტრუქტურა; ბიზნესევროპა .

 

                ბოლონიის პროცესის დოკუმენტები:

 

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი