გაცვლითი პროგრამა „პირდაპირი მობილობა“- Mobility Direct

გაცვლითი პროგრამა “პირდაპირი მობილობა“ ხორციელდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის ლოძის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემონანდუმის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატები სწავლის საფასურს მასპინძელ უნივერსიტეტში არ იხდიან. სწავლა გრძელდება ერთი სემესტრის განმავლობაში. კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი კონკურსის შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფაკულტეტის სტუდენტს, ვინც ფლობს ინგლისურ ენას.
საბუთების ჩამონათვალი:
1. სამოტივაციო წერილი;
2. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
3. ნიშნების ფურცელი;
4. რეკომენდაციის წერილი;
5. სასწავლო ხელშეკრულება;
საბუთები უნდა წარადგინოთ საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულების ოფისში, ნოტარიულად დამოწმებული გზით – ოთახი 304.

აღნიშნულ პროგრამაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ
http://iso.uni.lodz.pl/other-programmes/mobility-direct/

რეგისტრაცია მიმდინარეობს ონ-ლაინ რეჟიმში.
http://enrolment.uni.lodz.pl/

აღნიშნული პროგრამა ცხადდება წელიწადში ორჯერ

საბუთების შერჩევის ბოლო ვადა:

ზამთრის სემესტრი – 30 ივნისი
ზაფხულის სემესტრი – 15 დეკემბერი

მევლანას გაცვლითი პროგრამა – მევლანას გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის. იგი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების გაცვლას. აღნიშნული გაცვლითი პროგრამა დაფინანსებულია თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ პარტნიორ უნივერსიტეტებში. სწავლება ხორციელდება სწავლის დონის ყველა საფეხურზე(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება აკადემიური მოსწრების საფუძველზე. ქულათა საერთო არითმეტიკული (GPA) უნდა იყოს მინიმუმ 2.5 ბაკალავრიატის დონეზე, ხოლო მაგისტრატურის და დოქტორანტურის შემთხვევაში 3(GPA).  სტუდენტთა სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთი სემესტრით, მაქსიმუმ 4 თვე. პროფესორ მასწავლებელთან გაცვლის დრო განისაზღვრება მინიმუმ 3 დღით, მაქსიმუმ 3 თვით.

მევლანას გაცვლითი პროგრამის მონაწილე კანდიდატები მასპინძელ უნივერსიტეში სწავლობენ უფასოდ.  კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები თურქეთის მხრიდან იღებენ გრანტის სახით 1000 ლირას. დანარჩენი მგზავრობის და დაზღვევის ღირებულება ეკისრება მონაწილეს.

 

 რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლინ რეჟიმში და ითხოვს შემდეგ დოკუმენტაციას:

 

 

სტუდენტებისთვის:

 

  1. ნიშნების ფურცელი – ნოტარიულად დამოწმებული
  2. თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
  3. ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა

 

აკადემიური პერსონალისთვის:

 

 

  1. ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა
  2. პორტფოლიო
  3. CV

 

მევლანას გაცვლითი პროგრამა ცხადდება წელიწადში ორჯერ.  თარიღთა ცვლილება დამოკიდებულია პარტნიორი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებაზე.

 

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი