ონლაინტრენინგი RemoteXs დისტანციური წვდომის პორტალის შესახებ

      2024 წლის 4 აპრილს 1300 საათზე, საქართველოს ბიბლიოთეკების  საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორმა, მეცნიერული და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსმა, Eifl-ის ლიცენზირების კოორდინატორი ქართულ კონსორციუმში – GILISC – მარიკა ჟორჟოლიანმა, ჩაატარა ონლაინ ტრენინგი  RemoteXs ზე (დისტანციური წვდომის პორტალი)  რეგისტრაციისა და საჭირო რესურსების დისტანციურად წვდომის შესაძლებლობებზე. RemoteXs (დისტანციური წვდომის პორტალი)  უზრუნველყოფს საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომა განხორციელდეს მომხმარებლისთვის – უნივერსიტეტის გარეთ, ნებისმიერი ადგილიდან.

  ონლაინ ტრენინგს ორგანიზება გაუწია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ. შეხვედრა იყო შერეულ ფორმატში, ნაწილი მსმენელების სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზში დაესწრო შეხვედრას, ნაწილი ონლან ჩაერთო.

ყველა მსურველს, შეუძლია მოითხოვოს შეხვედრის ჩანაწერი.

მსურველები დაუკავშირდით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექ. ხელმძღვანელს ხათუნა კვინცხაძეს – [email protected] . მობ:577987724

ამჟამად ხორციელდება მომხმარებელთა რეგისტრაცია აღნიშნულ პორტალზე და სამომავლოდ დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდება ტრენინგები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

მკვლევართა მხარდამჭერი გარემოს ფორმირებისთვის სანდო ელექტრონული 

რესურსების გამოყენება“.

2024 წლის 13 მარტს ჩატარდა ინდივიდუალური ვორქშოპი ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებთან , სამუშო შეხვედრის თემა იყო „მკვლევართა მხარდამჭერი გარემოს ფორმირებისთვის სანდო ელექტრონული 

რესურსების გამოყენება“.

დოქტორანტებს მიეწოდათ ინფორმაცია RemoteXs -დისტანციური წვდომის პორტალი-ს და მისი შესაძლო გამოყენების შესახებ. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები.

 

ტრენინგი სამეცნიერო ელექტრონული ბაზების შესახებ.

გრძელდება სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები აკადემიური და მოწვეული პედაგოგებისთვის, ასევე მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.

2024 წლის 5 და 7 მარტს 402 აუდიტორიაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ, განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩაატარა  ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებში რესურსების ძიების უზრუნველყოფა“ – და ETHICS -Erasmus+ პროექტის ფარგლებში ,,მკვლევართა მხარდამჭერი გარემოს ფორმირებისთვის სანდო ელექტრონული რესურსების გამოყენება”

ტრენინგის ბოლოს განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები  და ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო ყველა მონაწილემ.

  ხოლო 2024 წლის 6 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში 208 აუდიტორიაში, შედგა სამუშაო შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირებისა  და inJineriis, agrarul da საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის.

შეხვედრის მიზანი იყო – „სამეცნიერო ნაშრომის მომზადების პროცესში საჭირო ტექნიკური რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების პრაქტიკულად  გამოყენების სწავლება“. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრები სხვა საჭირო რეკომენდაციების პრაქტიკული გამოყენების სწავლებისთვის.

ასევე დაიგეგმა საერთაშორისო ელექტრონულ ბაზეზე დისტანციური წვდომის მისაღებად საჭირო რეკომენდაციები, ეს პროგრამული უზრუნველყოფა ახლახან შეიძინა უნივერსიტეტმა და RemoteXs პორტალის ჩვენს ვებ-გვერდზე ჩაშენების შემდეგ, ინტენსიურად ჩატარდება სამუშაო შეხვედრები მისი გამოყენების შესასწავლად.

.

2023 წლის 28 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით, ტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით“ . ტრენინგი ჩაატარა ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ.

ტრენინგზე განხილული იყო: ELSEVIER- წამყვანი საერთშორისო ონლაინ გამომცემლობაში , Scopus-სა და ScienceDirect სამეცნიერო ბაზების  მუშაობისა და ძიების საფუძვლები. პრაქტიკული მაგალითების განხილვით, სტუდენტებს მიეწოდათ დაწვრილებითი ინფორმაცია სასურველი მასალის მოპოვებისა და მათი გადმოწერის საშუალებები. ნაჩვენები იქნა ვიდეოინსტრუქცია და ამ ბაზებისთვის განკუთვნილი სამუშაო ინსტრუქციები.

შემდეგი საკითხი იყო  Cambridge Journals  კემბრიჯის უნივერსიტეტის რეფერირებადი და სამეცნიერო ჟურნალების ბაზაზე, ინსტისტუციანალური წვდომის ჩვენება სტუდენტებისთვის, (იგულისხმება უნვერსიტეტის IP მისამართით და უნივერსიტეტის პაროლით და იუზერით შესვლა ამ ბაზაზე). პრაქტიკული ძიების და ინფორმაციის მოპოვებისას თვითონ სტუდენტების ჩართულობით, მათთვის სასურველ თემაზე იქნა მოძიებული სტატიები.

ტრენინგზე განხილული იყო აგრეთვე: eDuke Journals, Elgaronlin, European Respiratory Journal სამეცნიერო ჟურნალების გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმაციის ძიების პარამეტრები.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ტრენინგი თემაზე: – სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით  

2023 წლის 6  აპრილს 1400 საათზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში , სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებთან, ხოლო 7  აპრილს  ინჟინერიის აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: – სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით  

რენინგზე წარმოდგენილი იყო ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობებზე: ScienceDirect® და Scopus ზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობების შესახებ  ინფორმაცია, განხილული იქნა პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ უნდა მოიძიონ სტუდენტებმა აღნიშნულ ბაზებზე მათთვის საჭირო ინფორმაცია. მოხდა მათი დარეგისტრირება ამ ბაზებზე. ასევე გაეცვნენ სხვა საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე ინფორმაციას, ნახეს თუ სადაა განთავსებული ამ ბაზების გზამკვლევები და სხვა მათვის საინტერესო მასალა.

2023 წლის 10 აპრილს 1400 საათზე,  მსგავსი სახის შეხვედრა ჩატარდა განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან.

ვორქშოფი უნივერსიტეტის  დააკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

2023 წლის 30 მარტს ჩატარდა ვორქშოფი უნივერსიტეტის  დააკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის. განხილული იყო თუ რომელ ელექტრონულ რესუსრში იყო შესაძლებელი სტატიების უფასოდ ან/და 50% ფასდაკლებით გამოქვეყნება, ასევე ის კრიტერიუმები და სავალდებულო მოთხოვნები რაც გამოქვეყნებისა

ს უნდა გაითავლისწინოს სტატიის ავტორმა. შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა საინტერესო საკითხები ჟურნალების მონაცემთა ბაზებზე, მულტიდისციპლინური ჟურნალების ძიების შესაძლებლობებსა და მათ მოსახერხებელი ინტერფეისზე.

 

ვებინარი თემაზე  Elsevier-ის პროფესიული ინსტრუმენტები სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციასთან მუშაობისთვის ან ეფექტური ძიება ScienceDirect-სა და Scopus-შია

2022 წლის14 აპრილს 13 საათზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ინიციატივით ჩატარდა ვებინარი თემაზე  Elsevier-ის პროფესიული ინსტრუმენტები სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციასთან მუშაობისთვის ან ეფექტური ძიება ScienceDirect-სა და Scopus-ში: ძირითადი პრინციპები და ახალი ფუნქციები. ტრენინგი ჩაატარა Elsevier-ის საინფორმაციო ბაზების კონსულტანტმა მაქსიმ  ფილატოვმა. (ვებინარი ჩატარდა ინგლისურ ენაზე).

ვებინარს ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური  პერსონალი და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები

ამ ვებინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა ინფორმაციის ეფექტური ძიების ძირითადი პრინციპები Scopus-სა და ScienceDirect-ში,

მოხდა განხილვა:

  • სამეცნიერო, ტექნიკურ და სამედიცინო ინფორმაციასთან მუშაობის ახალი შესაძლებლობების;
  • მუშაობისა და ძიების საფუძვლები Scopus-სა და ScienceDirect-ში;
  • თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის ძიებისას Elsevier Information Resources-ის გამოყენება;
  • ძებნის წესები ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში;
  • როგორ შეიძლება იყოს Scopus ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის?
  • როგორ ადარებენ ერთმანეთს Scopus და ScienceDirect- ?
  • როგორ მოვძებნოთ კვლევის პარტნიორები Scopus და ScienceDirect -ში ?

ვებინარში წარმოდგენილი პრეზენტაცია და ვებინარის მსვლელობის ვიდეოჩანაწერი დაეგზავნება  პრეზენტაციაზე დამსწრებ პირებს. ასევე შესაძლებელია ბიბლიოთეკიდან გადაეგზავნოს პრეზენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია ყველა მსურველს.

ვებინარები კვლავ გაგრძელდება სამომავლოდ.

 ონლაინ ვებინარი HeinOnline-ის ჟურნალის მონაცემთა ბაზების გამოყენება

2023 წლის 28 მარტს ჩატარდა ონლაინ ვებინარი HeinOnline-ის ჟურნალის მონაცემთა ბაზების გამოყენება: (Harnessing the Power of HeinOnline’s Journal Database: A Must-Have Resource for Researchers), ვებინარის ორგანიზატორი იყო HeinOnline-ის ჟურნალი ს საორგანიზა ციო ჯგუფი (აშშ. კანადა).

 ვებინარს დაესწრო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები დააკადემიური და მოწვეული პერსონალი.

გვქონდა  შესაძლებლობა, გავცნობოდით HeinOnline-ის ვრცელი ჟურნალების მონაცემთა ბაზას, მულტიდისციპლინური ჟურნალების ძიების  

შესაძლებლობებს და მოსახერხებელი ინტერფეისს. ონლაინ ვებინარზე წარმოგვიდგინეს HeinOnline მონაცემთა ბაზის  უამრავი ინსტრუმენტი, რომელიც მკველვარებს დაეხმარებათ  მოიძიონ და გააანალიზონ შესაბამისი სტატიები და დოკუმენტები მსოფლიოს წამყვანი ჟურნალებიდან.

ონლაინტრენინგი საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომისა და განახლებული შესაძლებლობების შესახებ.

2022 წლის პირველ ნოემბერს  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ გამართა აკადემიური პერსონალისთვის ონლაინტრენინგი საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობების შესწავლის მიზნით. აკადემიურ პერსონალს დამატებით მიეწოდათ ინფორმაცია თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სტატია, უნივერსიტეტის მიერ შეძენილი პაკეტის ფარგლებში სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ ჟურნალებში მათი  გამოქვეყნების შემთხვევაში, ასევე  მიწოდათ ინფორმაცია ამ ბაზებზე განთავსებულ მათთვის საინტერესო რესურსებზე (სტატიები, წიგნები, ვიდეო და აუდიო მასალები და ა.შ.), ყველა დარგში: ჰუმანიტარული და სოციალუ

 

რი მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკა, იურიდიული, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, განათლება, ინჟინერია, ჯანდაცვა და სხვა.

იხილეთ ონლაინტრენინგი ბმულზე

https://drive.google.com/file/d/1WP9T97WCdlD38xfBCa8jD-BwG4u6Wm1M/view?usp=share_link

ონლაინტრენინგი საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

2020 წლის 17 და 20 ნოემბერს  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ გამართა სტუდენტებისთვის ონლაინტრენინგი საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობების შესწავლის მიზნით. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა ისარგებლონ სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებზე წვდომის უფლებით, ასევე  მიწოდათ ინფორმაცია ამ ბაზებზე განთავსებულ მათთვის საინტერესო რესურსებზე (სტატიები, წიგნები, ვიდეო და აუდიო მასალები და ა.შ.), ყველა დარგში: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და ეკონომიკა, იურიდიული, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, განათლება, ინჟინერია, ჯანდაცვა და სხვა მიმართულებები.

დიდი ყურადღება დაეთმო იმ საერთაშორისო ბაზებს (მაგ: ELSEVIERScienceDirect, Cambridge University Press) რომლებმაც პანდემიის პირობებში ბევრი მასალა უფასოდ გახადეს ხელმისაწვდომი და უნივერსიტეტის გარეთაც შესაძლებელი გახდა მისი მოხმარება, ანუ სტუდენტებს სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათ ამ რესურსით სარგებლობა (ადრე ეს მხოლოდ უნივერსიტეტის IP მისამართით იყო შესაძლებელი).

შეხვედრაზე სტუდენტების მოთხოვნით შევთანხმდით, რომ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე განთავსდებოდა საერთაშორისო ელექტრონული ბაზებზე წვდომისა და გამოყენების შესახებ ვიდეო ინსტრუქცია.

 14 სექტემბრიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალურად პირველკურსელთათვის საორიენტაციო დღეები იმართებოდა.

გაიმართა სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები მათ შორის შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან,

15,16 და 17 სექტემბერს  გაიმართა 5 შეხვედრა: ბიზნესის ადმინისტრირების, აგრონომიის, საჯარო მმართველობის, იურიდიული და ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტებთან. სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ, სტუდენტებს გააცნო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი, ყველა საჭირო რეგულაცია სახელმძღვანელოების გატანისა და დაბრუნების შესახებ. ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი და გაციფრულებული სახელმძღვანელოების მოთხოვნის წესები. პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნა უნივერსიტეტის ვებ გვერდზე განთავსებული ელექტრონული სახელმძღვანელოები,  ელექტრონული კატალოგი და მისი მოხმარების ინსტრუქცია, ასევე საერთაშორისო ელექტრონული ბაზები და გზამკვლევი, რომლითაც შესაძლებელია ამ ბაზებით სარგებლობა და  სასურველი ინფორმაციის მოძიება-გადმოწერა. ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობებზე: ScienceDirect® და Scopus ზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, დაიგეგმა სამომავლოდ ვორქშოპები. მსგავსი შეხვედრა გაიმართება მე 3 კორპუსშიც (ახალქალაქი).

სტუდენტებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი EU-ERASMUS+INTEGRITU “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)” ფარგლებში დანერგილი პლაგიატის ამოცნობის სპეციალური პროგრამა (Turnitin)-ის შესახებ. პირველკურსელებს არ ჰქონდათ ინფორმაცია პლაგიატისა და მასთან ბრძოლის მექანიზმებზე. მოკლედ განუმარტეთ თუ რა არის პლაგიატი, როგორ უნდა გამოიყენონ სხვა ავტორის ნაშრომი და როგორ  უნდა მიუთითონ მოძიებული წყარო. ავუხსენით თუ რა საჭირო იყო ამ პროქტის დანერგვა, რომ პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა/სწავლების და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

რადგან დაინტერესება დიდი იყო და ყველა საჭირო სიახლე ერთბაშად მიწოდება მათთვის სრულყოფილად ვერ შევძელით, ამის გათვალისწინებით, პირველკურსელებთან დავგეგმეთ სამომავლო შეხვედრები.

პროფესორებისთვის ონლაინ ტრენინგი საერთაშორისო ელექტრონულ ბაზების შესაძლებლობებისა და გამოყენების შესახებ.

2020 წლის 20 აპრილს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ– მასწავლებლებისა და მკვლევარებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი საერთაშორისო ელექტრონულ ბაზების შესაძლებლობებისა და გამოყენების შესახებ. ტრენინგი ჩაატარა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექ. ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ. ტრენინგზე მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია  Cambridge University Press ის მიერ კოვიდ პანდემიის დროს გახსნილი ღია წვდომის ბაზების შესახებ და ყველას გაეგზავნა ამ ბაზების ჩამონათვალი და მათი მოხმარების ინსტრუქციები.

ასევე მოხდა განხილვა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე Eifl-ის მიერ მოწოდებული შემოთავაზების, რომელიც საგამომცემლო პარტნიორების მიერ გარკვეეულ ბაზებზე  უფასოდ დისტანციურ წვდომას ეხებოდა, ეს ბაზებია:

  1. 1. Annual Reviews made all their journals openly available. https://www.annualreviews.org/action/showPublications
  2. Royal Society Publishing have made all their journals openly available https://royalsociety.org/journals/#listing

For Covid-19 related content, see:

https://royalsocietypublishing.org/…/novel-coronavirus…

  1. SAGE

Free access to Covid-19 related research: https://journals.sagepub.com/coronavirus

Remote access: now also offering username and password:

More info: https://journalssolutions.sagepub.com/…/7000055462-sage…

დაინტერესებულ პირებს, მიეწოდათ ლინკი, სადაც დაწვრილებით იყო მოცემული გამომცემლობებისა და სხვადასხვა მასალების შესახებ ინფორმაცია

https://docs.google.com/…/12ftGRLhIoT2…/edit… 

 უსაფრთხო ინტერნეტის დღე” – 2020

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა მსოფლიო ინციატივას – „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“-ს აღნიშვნას (Safer Internet Day – SID) და სამშაბათს,  11 თებერვალს, 1800 საათზე ონლაინ ჩაერთო თსუ-ს I კორპუსში, მელიქიშვილის სახელობის 115 აუდიტორიაში გამართულ „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ მორიგ ღონისძიებას.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ მიზანი იყო ისეთი უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ტექნოლოგიები პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემის, კრიტიკული მიდგომის და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველზე. მოძრაობა ცდილობს ხმა მიაწვდინოს ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების და სოციალური სფეროს მუშაკებს, ასევე ბიზნესებს, პოლიტიკოსებს და სხვა პასუხისმგებელ პირებს რათა ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს უკეთესი ინტერნეტის ჩამოყალიბებაში..
მომხსენებლები იყვნენ:
თამარა ჩაკვეტაძე – ბავშვთა და მოზარდთა გენდერული სოციალიზაციის მკვლევარი/განათლების პროგრამების სპეციალისტი/მშობლობის ტრენერი
სანდრო ქარუმიძე – ISOC (Internet Society)-ის წევრი გვანცა გრიგოლია – IT უსაფრთხოების მენეჯერი “თიბისი დაზღვევა”
დაინტერესებული პირებისთვის ღონისძიების ნახვა შესაძლებელია  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის Facebook გვერდზე  https://www.facebook.com/NSLGeorgia/

გლობალური, საზოგადოებრიობის მიერ წარმართული „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ წაახალისებს ყველას რომ გაერთიანდეს და თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში რისთვისაც ძალიან ბევრი საშუალება არსებობს.

 

სამუშაო შეხვედრა ახალი საბიბლიოთეკო სერვისებისა და მათი გამოყენების შესახებ

2019 წლის 28 ნოემბერს, მოსამზადებელი კურსებისა და ქართული ფილოლოგიის სტუდენტებს სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, ხათუნა კვინცხაძემ სასიამოვნო სიახლე გააცნო. კერძოდ, სამეცნიერო ბიბლიოთე

კაში დასრულდა შიდა ქსელის მოწყობა, რომელიც უნივერსიტეტის სამივე კორპუსში არსებულ ლიტერატუ

რას აერთიანებს. შესაბამისად, სტუდენტებს 15 000-მდე წიგნის ელექტრონული ვერსიაზე აქვთ წვდომა. ნაჩვენები იყო თუ როგორ უნდა მოიძიონ, საძიებო ველის გამოყენებით, სასურველი ელექტრონუ

ლი რესურსი. მათ შეუძლიათ, როგორც ბიბლიოთეკაში განთავსებული კომპიუტერებით მუშაობა, ასევე მათთვის საინტერესო სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა. გარდა ამისა, ლიტერატურის გარკვეული რაოდენობა არის ღია წვდომაში საავტორო უფლებების დაცვით, რომლის ნახვას უნივერსიტეტის ვებგვერდზეა (sjuni.edu.ge) შესაძლებელი.

შეხვედრაზე ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამა Turnitin -ის შესაძლებლობებისა და გამოყენების შესახებ.  სტუდენტებს აუხსნა ის პროცედურები, რაც მათ სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის წერისას უნდა გაითვალისწინონ, რათა თავიდან აიცილონ პლაგიატის საშიშროება.

სამუშაო შეხვედრა საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენების შესახებ

სტუდენტთა ინფორმირების იზნით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა აწარმოებს სამუშაო შეხვედრებს სტუდენტებთან.

  5 ნოემბერს 404 აუდიტორიაში შეხვედრა გაიმართა იურიდიული ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის პირველკურსელებთან . შეხვედრაზე სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა  ხათუნა კვინცხაძემ, სტუდენტებს გააცნო საბიბლიოთეკო სერვისები და მათი გამოყენების საშუალებები.

სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საბიბლითეკო ს

ერვისის შესახებ, რომელიც ელექტრონული რესურსებისთვის  შიდა ქსელის განახლებას უკავშირდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა გაციფრულებული რესურსი ხელმისაწვდომია სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყველა კომპიუტერიდან. ნაჩვევნები იქნა უნივერსიტეტის ვებ გვერდზე ღია წვდომაში განთავსებული ელექტრონული წიგნები და მათი საძიებო სისტემა.

წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებისათვის სპეციალურად შექმნილი გზამკვლევი და ინსტრუქციები.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი EU-ERASMUS+INTEGRITU “აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)” ფარგლებში დანერგილი პლაგიატის ამოცნობის სპეციალური პროგრამა (Turnitin)-ის შესახებ.  

სტუდენტებმა მიიღეს მოკლე ინფორმაცია პლაგიატისა და მასთან ბრძოლის მექანიზმებზე.

აღნიშნული შეხვედრები გაგრძელდება ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის.

ვებინარი  სამეცნიერო ბაზების გამოყენებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, 16:00 საათზე 123- ე აუდიტორიაში,(პირველი კორპუსი) გაიმართა ვებინარი ელსევიერის ბაზების Scopus, Science Direct და Scival Fiunding(Funding Institutional)- ის მოხმარებასთან დაკავშირებით. ვებინარი მიზნად ისახავდა კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას კვლევით და აკადემიურ საქმიანობაში მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით ვებინარს დაესწრო აკადემიურ-სამეცნიერო პერსონალი და სტუდენტები.

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ  საპრეზენტაციო მასალას

ტრენინგი თემაზე ”სამეცნიერო კვლევის შედეგებზე ღია წვდომის  პრინციპები და მათი როლი მეცნიერების განვითარებაში..”

24 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთკის ტექ. ხელმძღვანელი ხათუნა კვინცხაძე და მესამე კორპუსის (ახალქალაქი) ბიბლიოთეკარი თამარ ბლიაძე, დაესწრო თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარებულ ტრენინგს,  რომელიც გაიმართა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის ფარგლებში

საერთაშორისო კონსორციუმის, EIFL-ის (Electronic Information for Libraries)-მიერ.  ტრენინგი ჩატარდა თემაზე ”სამეცნიერო კვლევის შედეგებზე ღია წვდომის  პრინციპები და მათი როლი მეცნიერების განვითარებაში.”

 ტრენინგი ჩაატარა ღია წვდომის პროგრამის მენეჯერმა, ირინა კუჩმამ. 

სპეციალისტმა ისაუბრა საჯარო და კერძო სექტორში სამეცნიერო პუბლიკაციებზე ღია წვდომის,როგორც მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშემწყობი პირობის შესახებ.

 კერძოდ:

🔹 რას გულისხმობს ღია წვდომა;

🔹 როგორ მოვიძიოთ ღია წვდომაში არსებული სამეცნიერო ინფორმაცია;

🔹 როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო შრომა ღია წვდომის ჟურნალში ან რეპოზიტორიუმში;

🔹 ღია წვდომის მოძრაობის მიღწევები და პრობლემები – გეგმა S (Plan S) და მისი ზეგავლენა

ქართული მეცნიერების განვითარებაზე.

ამავე დღეს გაიმართა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ღია წვდომის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია. პრეზენტატორი იყო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი,მან ისაუბრა ახლადშექმნილი  ქართული რეპოზიტორიუმის შესახებ, რომელიც გულისხობს რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების განთავსებას რეპოზიტორიუმის ღია წვდომის ბაზაში. აღნიშნული სერვსისით სარგებლობა უპირატესობას ანიჭებს მკვლევარებს ღია წვდომაში მიიღონ მათთვის სასურველი ეელქტრონული სტატია, ხოლო სტატიის ავტორმა მეტი ციტირება, რადგან რეპოზიტორიუმში განთავსებული რესურსის გამოყენების მაჩვენებელი აისახება Scopus ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი საერთაშორისო ბაზებში.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთკა, უახლოეს მომავალში, გეგმავს ამ ტრენინგის მასალების წარმოდგენას ჩვენი აკადემიური პერსონალისთვის.

ელექტრონული სერვისების განხილვა პირველკურსელებთან

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 17 სექტემბერს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებთან გაიმართა  მუდლის პროგრამის დაგეგმილი პრეზენტაცია. პრეზენტაცია გამართა სასწავლო პროცესების მართვის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დარეჯან ვედიაკოვმა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო  პროგრამა Moodle-ში რეგისტრაციის, ელექტრონული კურსების არჩევის, ელექტრონული რესურსით სარგებლობის და დავალების შესრულების პროცესები. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა ატვირთონ შესრულებული დავალება  პროგრამა Moodle-ში.

პრეზენტაციაზე ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ წარმოადგინა პროგრამა Moodle-ში დანერგილი პლაგიატის ამოცნობის სპეციალური პროგრამა (Turnitin), რომელიც  შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი EU-ERASMUS+INTEGRITU ფარგლებში და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან ფუნქციონირებს, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც პლაგიატისა და მასთან ბრძოლის მექანიზმებზე,  ასევე საბიბლიოთეკო სერვისებზე და ელექტრონულ კატალოგ Openbiblio-ზე.

დასასრულს, დარეჯან ვედიაკოვმა წარმოუდგინა სტუდენტებს იმ დავალების ნიმუში, რომელიც შემოწმდება პლაგიატზე.

საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის  შემოთავაზება

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის „საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის”  წევრი და ყოველწლიურად ფორმდება  ხელშეკრულება  სამეცნიერო ტექნიკური პროდუქციის გადაცემაზე.  ამჟამად  გაგაცნობთ  საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის მნიშვნელოვანი შემოთავაზებას. 

 

კონსორციუმის  წევრებისათვის მინაცემთა ბაზების SAGE-ისა და Taylor & Francis-ის, არის განსაკუთრებული შემოთავაზება საქართველოსთვის და მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის, მათივე ბაზაზე არსებულ ღია წვდომის ჟურნალებში უფასოდ და 50%იანი ფასდაკლებით ნაშრომების გამოქვეყნების შესახებ.

ჟურნალების ჩამონათვალები იხ. ლინკზე 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1aANWO0xoYueY6Q_LQaQYfN7_uA4XYpahL9GZLeRqnVc/edit#gid=0 

https://docs.google.com/spreadsheets/d/1eFXf57jkkRonpFK3kCiIcTCI1BbOZbxm5dUaoRXwP0E/edit#gid=0  

 

გთავაზობთ Eifl-ის მიერ ჩატარებული ტრეინინგის ჩანაწერებს ფასდაკლებით ნაშრომების გამოქვეყნების შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=5s8nude3kbQ&feature=youtu.be 

 

https://www.youtube.com/watch?v=XOXN0kSl95Y&feature=youtu.be 

 

თანდართულ ფაილებში იხილეთ სლაიდები, რომელიც დეტალურად აღწერს ინფორმაცის თუ როგორ არის შესაძლებელი გამოვიყენოთ ეს შემოთავაზება. (იხ.  დანართი 1დანართი 2)

აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება უნივერისტეტის ვებ- გვერდზე და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

გთხოვთ ეს სიახლე გააცნოთ აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

დამატებითი ინფომაციისთვის მიმართეთ სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურ ხელმძღვანელს.

 

ტრენინგი  თემაზე სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით

27 მაისს 1200 საათზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში სამეცნიერო ბიბლიოთეკამ სტუდენტებთან ჩაატარა ტრენინგი  თემაზე სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით, განხილული იყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს: განათლების რეფორმის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ბაზას – Elsevier-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპის  დაწყებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა შეუფერხებლად ექნებათ. ტრენინგზე წარმოდგენილი იყო ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობებზე: ScienceDirect® და Scopus ზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და სწავლება.

განხილული იყო ააიპ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის “კონსორციუმი-2017”-თან გაფორმებული ხელშეკრულების N2019/21 -ით განსაზღვრულ ყველა ელექტრონულ რესურსის შესახებ ინფორმაცია, რეგისტრაციისა და მოხმარების წესები.

 ERASMUS+INTEGRITY-ის (ACADEMIC INTEGRITY FOR QUALITY TEACHING AND LEARNING IN HIGHER EDUCATION INSTITUTIONS IN GEORGIA –სწავლისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აკადემიური ინტეგრაცია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროექტის ფარგლებში –  სტუდენტებს მიეწოდათ პლაგიატისა და მისი პრევენციის შესახებ  ინფორმაცია, წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თუ როგორ უნდა განხორციელდეს, პლაგიატის გამოვლენის მიზნით  სტუდენტების მიერ   დავალების ატვირთვა პროგრამის Turnitin გამოყენებით.

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა!

 

1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და მისი აღნიშვნდა დაიწყო 1996 წლიდან. პირველ რიგში, იუნესკომ ამით მოუწოდა ახალგაზრდებს ეკითხათ რაც შეიძლება მეტი.
სამცხე-ჯავახეთის ახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მოეწყო ფონდში არსებული მინიატურული და ახლადშეძენილი წიგნების გამოფენა. დამთვარიელებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა უნიკალური წიგნების, როგორც ფიზიკურ მახასიათებლებს ასევე მათ შინაარსს. სპეციალურად ამოიბეჭდა ამ დღისადმი მიძღვნილი საცნობარო მასალები. გამოფენამ სტუდენთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ბიბლიოთეკაში დედაენის დღე აღინიშნა

14აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საქართველოში ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნა.
37 წლის წინ, 1978 წლის ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ, სტუდენტებმა, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. 
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაში მოეწყო ფონდში არსებული უნიკალური წიგნების გამოფენა. სტუდენტებისათვის დაიბეჭდა სპეციალური საცნობარო მასალა, რომელშიც მოკლე ინფორმაცია იყო გადმოცემული, თუ რატომ აღინიშნება დედაენის დღე 14 აპრილს. გამოფენამ დამთვარიელებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სამუშაო შეხვედრა განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან

28 მარტს, სამცხე-ჯავახეთის 

სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმარ

თა სამუშაო შეხვედრა განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სამეცნიერო 

ბიბლიოთეკის ტექნიკურ ხელმძღვანელს შორის. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს საბიბლიოთეკო ასოცოაციასთან დადებული, ახალი 2019 წლის ხელშეკრულების საფუძველზე 

მიღებული, საერთაშორისო ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებთან წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობები

ს შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება. აკადემიური პერსონალის მოთხოვნით, პრაქტიკულად შესრულდა ყველა ბაზაში სასურველი ინფორმაციის მოძიება. 

სამეცნიერო ბიბლოთეკა, კვლავ გეგმავს ყველა მსურველისთვის ამ ტიპის შეხვედრების ორგანიზებას.

ტრენინგი თემაზე – სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით

2019 წლის 19 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე – სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით. ტრენინგის მიზანი იყო, რომ სტუდენტები გაცნობოდნენ ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობებზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობებს, მსოფლიოში ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი საერთაშორისო ბაზის ScienceDirect®-ით სარგებლობის წესებს და ააიპ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის “კონსორციუმი-2017”-თან გაფორმებული ხელშეკრულების N2019/21 -ით განსაზღვრულ ყველა ელექტრონულ რესურსზე დაწვრილებით ინფორმაციას.
ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია თუ როგორ ხორციელდება პლაგიატის გამოვლენის მიზნით, სტუდენტების მიერ დავალების ატვირთვა პროგრამის Turnitin გამოყენებით, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე განთავსებული ელექტრონული წიგნების გამოყენების წესი და სხვა საბიბლიოთეკო მომსახურების სერვისები

სამუშაო შეხვედრა – სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით

18 მარტს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ჩაატარა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან თემაზე სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონულირესურსების გამოყენებით. ინდივიდუალურად განხორციელდა აკადემიურ პერსონალთან   ELSEVIER-ის წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობებზე წვდომისა და გამოყენების შესაძლებლობების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება და სწავლება. აკადემიურ პერსონალს მიეწოდა უახლესი ინფორმაცია მსოფლიოში ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი საერთაშორისო ბაზის ScienceDirect®-ით სარგებლობის წესებისა და ააიპ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის “კონსორციუმი-2017”-თან გაფორმებული ხელშეკრულების N2019/21 -ით განსაზღვრულ ყველა ელექტრონულ რესურსზე დაწვრილებითი ინფორმაცია.

ასევე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია თუ როგორ ხორციელდება, პლაგიატის გამოვლენის მიზნით  სტუდენტების მიერ  ატვირთული დავალების შემოწმება პროგრამის Turnitin გამოყენებით.

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი