პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ!

            აპლიკანტმა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხავად  სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:

აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორი ასლი; ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; არასრულწლოვანმა,    დამატებით უნდა წარმოადგინოს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა);

სრული ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი ნოტარიულად დადასტურებული, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი ნოტარიულად დადასტურებული, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე. 

    არასრულწლოვანმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ასევე დაბადების მოწმობა ან/და ასლი;

   ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4 (ელექტრონული ვერსია  CD დისკზე);

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

პირმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი (რაც რეგულირდება: 2009 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 19 მარტის  ბრძანება N147, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“).

ბ) საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე კომპიუტერული ქსელები და სისტემები (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები):

აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორი ასლი; ქმედუუნარო/შეზღუდულ ქმედუნარიანი აპლიკანტის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; არასრულწლოვანმა,    დამატებით უნდა წარმოადგინოს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა);

საბაზო საფეხურის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი ნოტარიულად დადასტურებული, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან/და ასლი ნოტარიულად დადასტურებული, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე. 

    არასრულწლოვანმა აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ასევე დაბადების მოწმობა ან/და ასლი;

   ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4 (ელექტრონული ვერსია  CD დისკზე);

უცხო ქვეყნის მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

პირმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი (რაც რეგულირდება: 2009 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 19 მარტის  ბრძანება N147, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“).

 

დოკუმენტების მიღება წარმოებს მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113, ოთახი 212.

 

 

რეგისტრაციის ვებ- გვერდი :  www.vet.emis.ge/

 

იხილეთ სისტემაში რეგისტრაციის, ვერიფიკაციის ინსტრუქცია

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:  (+995) 591 41 12 85  (ნუნუ ჭაღიაშვილი)

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი