სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს!

2019 წლის 10 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოწვევით აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის, ასევე დოქტორანტებისათვის გაიმართა ტრენინგი  სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტის  Erasmus+ პროექტის მიხედვით „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება – მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის.“

ტრენერები: ეკატერინე ნაცვლიშვილი, გვანცა აბდალაძე.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა სახელმძღვანელო ინგლისურ ენაზე, რომელიც ასევე ითარგმნა ქართულ ენაზე (ტრენინგი ამ სახელმძღვანელოს ეყრდობოდა). საბაუნის წარმოდგენელმა დაპირებისამებრ გამოგვიგზავნა  ბმული, სადაც არის განთავსებული მთლიანი ინფორმაცია  პროექტის და მისი შედეგების შესახებ. აქვეა ხელმისაწვდომი სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსიები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

ზოგადი ინფორმაცია ამ პროექტზე:

http://sabauni.edu.ge/ge/foreign-relations/star

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, რომელიც აერთიანებს სწავლების თანამედროვე მეთოდებით დაინტერესებულ ხალხს, იძლევა საშუალებას ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება ფორუმის რეჟიმში, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები, ნახონ პრაქტიკაში როგორ ატარებენ ლექციას გამოცდილი მასწავლებლები (ვიდეოები) ამ მეთოდებით და ასე შემდეგ.

ონლაინ პლატფორმა: http://217.147.224.146/moodle/course/view.php?id=3

იმისათვის რომ, პლატფორმის ფორუმით ისარგებლოს მომხმარებელმა, საჭიროა რეგისტრაცია, მარჯვენა ზედა კუთხები (log in) და შემდეგ Create New Account (პირველადი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოჩნდება ფანჯარა წერილით: ‘Tried to send you an email but failed!’ , რომელიც ნიშნავს, რომ მომხმარებელი დარეგისტრირდა და ადმინისტრატორის დამოწმების შემდეგ შეძლებს პლატფორმით სრულად სარგებლობას.

p.s  პაროლს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 8 სიმბოლო, მინიმუმ 1 ციფრი (ებ) ი, მინიმუმ 1 ქვედა პატარა ასო (ებ), მინიმუმ 1 მთავრული ასო (ებ) ი, მინიმუმ 1 მსგავსი სიმბოლო (ებ) ის, როგორიცაა *  – #

აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილე პერსონალს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ინსტრუქციის მიხედვით რეგისტაცია გაიაროთ ზემოთმითითებულ პლატფორმაზე.

გისურვებთ წარმატებას,

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფ. სპეციალისტი

თეა თათენაშვილი

ტელ: 591 411 284

ელ-ფოსტა: [email protected]

ან [email protected]