III საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“

2019 წლის 4-5-6 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში”. სიმპოზიუმი ეძღვნება კავკასიაში რომის კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციის აღდგენის 25 წლის იუბილეს. სიმპოზიუმის ორგანიზატორია საბაუნი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი) და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია;

სიმპოზიუმის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება;

სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-ისტორიული გასვლითი ღონისძიება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში;

წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.

მნიშვნელოვანი ვადები:

2019 წლის 28 აპრილი _ სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა.

2018 წლის 19 მაისი _ სტატიების ჩაბარების ბოლო ვადა.

სტატიების  მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე  – conference@sabauni.edu.ge;

აუცილებელი მოთხოვნები:

მოხსენების რეგლამენტი – 12 -15 წთ.

მოხსენების მოცულობა – 6 -7 გვერდი

გვერდის ფორმატი – А4

გვერდის ველი : – 2 სმ

შრიფტი: ქართული – sylfean

ზომა _ 12

ინგლისური/იტალიური – Times New Roman,

ზომა _ 12

ინტერვალი – 1 (Single)

აბზაცი – 1 სმ

ტექსტის სტრუქტურა: ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14

მოხსენება ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურ ენაზე

აქვე იხილეთ  განცხადების ფორმა