სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ეფუძნება  უნივერსიტეტის მისიისა და სტრატეგიული მიზნების ეფექტურ განხორციელებას,  გამჭვირვალობას, უწყვეტობას, აკადემიურ თავისუფლებას, აკადემიურ კეთილსინდისიერებას, ანგარიშვალდებულებას, უნივერსიტეტის სტრატეგიული მენეჯმენტის ნაწილია და აქვს საჯაროდ ხელმისაწვდომი პოლიტიკა.

ხარისხის განვითარების სისტემა ეფუძნება ხარისხის შიდა მექანიზმების თითოეული ფაკულტეტის განვითარების თავისებურებებს.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის ძირითადი ვექტორია:

ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესებისა და სამეცნიერო მუშაობის ისეთ განვითარებას, რომ უნივერსიტეტი საგანმანათლებლო სივრცეში იყოს სტუდენტების, პარტნიორების, საზოგადოების აღიარებისა და ნდობის მაგალითი.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიზანია:

სწავლა/სწავლების ხარისხი  იყოს  პროცესების შედეგი და  ყველას საქმიანობა.

სწავლა/სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა ხელს უნდა უწყობდეს ხარისხის კულტურის განვითარებას;

ხარისხის უზრუნველყოფა ინსტიტუციაში ემსახურებოდეს რეალობის ასახვას მიზნების   განხორციელებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად სჯსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოქმედებს შიდა და გარე შეფასების ინსტრუმენტებით, რომლებიც ქმნიან ხარისხის უზრუნველყოფის უწყვეტ, ციკლურ პროცესებს, რომლებიც შესაბამისობაშია (PDCA) ციკლთან: დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და გაუმჯობესება.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  საქმიანობის პრიორიტეტები:

შიდა და გარე უზრუნველყოფა;

 

ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემა დაფუძნებულია სამ ძირითად მიმართულებაზე:

  1. საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა;
  2. სამეცნიერო საქმიანობის შეფასება;
  3. მართვის ეფექტიანობის შეფასების სისტემა;.

ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემა

საკონტაქტო ინფორმაცია:
quality@sjuni.edu.ge
Tel: +995 91 41 12 76
ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. 113, ოთახი 212

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი – ნინო მილაშვილი

უფროსი სპეციალისტი – თეა თათენაშვილი

უფროსი სპეციალისტი – ნუნუ ჭაღიაშვილი

განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი – მაია ქუქჩიშვილი

ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი – ნანა ჯღარკავა

ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უზრუნველყოფის სპეციალისტი – ლელა წითაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სწრაფი წვდომის ბანერები