სსიპ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2019 – 2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში  აცხადებს   მიღებას  სამაგისტრო პროგრამებზე: 

  1. ქართველური ენათმეცნიერება;
  2. ქართული ლიტერატურის ისტორია;
  3. საქართველოს ისტორია;
  4. ბიზნესის ადმინისტრირება (აუდიტი,აგრობიზნესის მენეჯმენტი,უძრავი ქონების ადმინისტრირება);
  5. ასტრონომია;
  6. ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  7. ბიზნესინფორმატიკა;
  8. აგროტექნოლოგია;
  9. სისხლის სამართალი.

 

ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი საბუთები

  1. განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  2. ავტობიოგრაფია (CV);
  1. სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული;
  2. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  3. ფოტოსურათი (3X4) ელექტრონული ვერსიით (CD);
  4. საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დედანი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge );
  5. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად;
  6. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);

შენიშვნა:   სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).

უცხოური ენაში გამოცდა ტარდება უცხოური ენის ცოდნის დონის დასადგენად. ამიტომ, უცხოური ენის გამოცდა ჩატარდება მხოლოდ იმ სამაგისტრო პროგრამებზე შემსვლელთათვის, სადაც  უცხოური ენა ისწავლება როგორც სავალდებულო საგანი. კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, აღარ აბარებს უცხო ენას.

(ქართველური ენათმეცნიერების, ქართული ლიტერატურის ისტორიის და სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამების კონკურსანტები არ აბარებენ უცხოურ ენას).

 

მაგისტრატურაში სწავლის  მსურველთა   საბუთების მიღება იწარმოებს 26  აგვისტოდან  6 სექტემბრის ჩათვლით. ყოველდღე  (შაბათკვირის გარდა),  1000დან 1800საათამდე    (უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი #303)

მისამართი:   ახალციხე,  რუსთაველის ქუჩა 106;

ვებგვერდი:   www. sjuni.edu.ge

ტელეფონი  577 98 77 29;  577987784

ელ-ფოსტა:  akhalkatsi@sjuni.edu.ge

პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე

 მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

  1.  სპეციალობა – 10 სექტემბერი, 1200 საათი (უნივერსიტეტის I კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზი). გამოცდის ფორმა-წერილობითი.
  2. უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) –12 სექტემბერი, 1200 საათი (უნივერსიტეტის I კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზი).  გამოცდის ფორმა-წერილობითი.

იხილეთ: