მობილობის მსურველ პირთა საყურადღებოდ

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა –

2020 წლის  31 ივლისიდან  2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 სთმდე

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (www.students.emis.ge)

მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის ელექტრონული სახით.

რეგისტრაციის დაწყებამდე აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეს ყველა ასატვირთი დოკუმენტი.

  • განცხადება
  • ატესტატის ასლი
  • პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
  • ცნობა სტატუსის შესახებ;
  • სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით)
  • ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია jpg;
  • მიწერის მოწმობის, ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)(ვაჟებისათვის);

შენიშვნა: სჯსუ-ში ელ.რეგისტრაციის დაწყების დრო (სარეგისტრაციო ბმულით), გეცნობებათ დამატებით.

სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი  რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი!

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84