დოქტორანტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 25 მაისს, 13:00 სთ-ზე, გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია მიძღვნილი უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლისთავისადმი.

კონფერენციამ  იმუშავა 4  მიმართულებით:

ენათმეცნიერების სექცია;

განათლების სექცია;

ლიტერატურათმცოდნეობის სექცია;

ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქეოლოგიის  სექცია.

მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი თითოეული მოხსენება იყო ძალიან საინტერესო და აქტუალური.

შემაჯამებელ სხდომაზე კონფერენციის მუშაობა შეფასდა დადებითად.

იხილეთ: კონფერენციის სამუშაო პროგრამა