ახალი სასწავლო წლის საზეიმო ღონისძიებები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია სტუდენტებს განსაკუთრებით კი პირველკურსელებს ულოცავს ახალი 2019- 2020 სასწავლო წლის დაწყებას! უსურვებს აქტიურ და წარმატებულ სასწავლო წელს, შინაარსიან და საინტერესო სტუდენტობას რათა მათ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება, 16 სექტემბერს, 9:45 საათზე, I კორპუსში( ადმინისტრაციული შენობა, რუსთაველის ქ. #113)
გთხოვთ, მობრძანდეთ.
გისურვებთ წარმატებებს!

გთხოვთ, გაეცნოთ ღონისძიებების პროგრამას (16-20 სექტემბერი) შესაბამისი ფაკულტეტების მიხედვით: