ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისთვის

სსიპ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2019 – 2020 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში  აცხადებს   მიღებას  სამაგისტრო პროგრამებზე: 

  1. ქართველური ენათმეცნიერება;
  2. ქართული ლიტერატურის ისტორია;
  3. საქართველოს ისტორია;
  4. ბიზნესის ადმინისტრირება;
  5. ასტრონომია;
  6. ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  7. ბიზნესინფორმატიკა;
  8. აგროტექნოლოგია;
  9. სისხლის სამართალი.

 

ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი საბუთები

  1. განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით (ივსება ადგილზე);
  2. ავტობიოგრაფია (CV);
  3. სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული;
  4. პირადობის მოწმობის (პასპორტის) 2 ასლი; 
  5. ფოტოსურათის  (3X4) ელექტრონული ვერსია (CD);
  6. საერთო სამაგისტრო გამოცდების საგამოცდო ბარათი და მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge );
  7. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად;
  8. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);

შენიშვნა:   სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან  სამ ნაწილში გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).

უცხოური ენაში გამოცდა ტარდება  ცოდნის დონის დასადგენად.

უცხოური ენის გამოცდა ჩატარდება მხოლოდ იმ სამაგისტრო პროგრამებზე შემსვლელთათვის, სადაც  უცხოური ენა ისწავლება როგორც სავალდებულო საგანი.

კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, აღარ აბარებს გამოცდას.

(კონკურსანტები არ აბარებენ  გამოცდას უცხოურ ენაში შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე: ქართველური ენათმეცნიერება, ქართული ლიტერატურის ისტორია და სისხლის სამართლი ).

 

მაგისტრატურაში სწავლის  მსურველთა   საბუთების მიღება: 26  აგვისტოდან  6 სექტემბრის ჩათვლით. ყოველდღე  (შაბათკვირის გარდა),  1000დან 1700საათამდე    (უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი #303)

მისამართი:   ახალციხე,  რუსთაველის ქუჩა 106;

ვებგვერდი:   www. sjuni.edu.ge

ტელეფონი  577 98 77 29;  577987784

ელ-ფოსტა:  akhalkatsi@sjuni.edu.ge ;  mtp77777@gmail.com

პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე

 მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

  1.  სპეციალობა – 10 სექტემბერი, 1200 საათი (უნივერსიტეტის I კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზი). გამოცდის ფორმა-წერილობითი.
  2. უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) –12 სექტემბერი, 1200 საათი (უნივერსიტეტის I კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზი).  გამოცდის ფორმა-წერილობითი.

იხილეთ: