„სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“

 

 

პროექტის სახელწოდება: „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“

პროექტის აკრონიმი: VETPRO

პროექტის კოდი: ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479

პროექტის განხორციელების ვადა: 01.01.2023 – 31.12.2024

 

პროექტის აბსტრაქტი:

 

პროექტი    სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO), რომელიც ევროკომისიის მიერაა დაფინანსებული, ევროპის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება.

პროექტის მიზანს  საქართველოში ვეტერინარიის დარგის განვითარების  ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტის  ამოცანებია:

  • ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;
  • ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით;
  • სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით.

ზემოხსენებული ამოცანების მისაღწევად, პროექტი VETPRO ითვალისწინებს შემდეგ აქტივობებს: 

  • საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადება;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და სხვა.

 

ჩვენ შესახებ

 

პროექტის სახელწოდება: სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“

პროექტის აკრონიმი: VETPRO

პროექტის კოდი: ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND 1-101082479

პროექტის განხორციელების ვადა: 01.01.2023 – 31.12.2024

 

პროექტის აბსტრაქტი:

  სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება.

პროექტი საქართველოში ვეტერინარიის დარგის განვითარებას ისახავს მიზნად. მის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენს: (1) ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; (2) ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით; (3) სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით.

აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, პროექტი VETPRO ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და სხვა.

VETPRO საერთაშორისო ხასიათის პროექტია და  ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით გულისხმობს როგორც საზღვარგარეთის, ისე ადგილობრივი  უნივერსიტეტების თანამშრომლობას.

კონსორციუმი შედგება 3 ქვეყნის 5 უნივერსიტეტისგან:

  • ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო), კოორდინატორი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო)
  • ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ესტონეთი)
  • ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ლატვია)

 გურანდა მოდებაძე – პროექტის მენეჯერი, საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულების უფროსი სპეციალისტი, ტელეფონი: 577 98 77 25

ლევან მაკარაძე – პროფესორი, პროექტის მკვლევარი, ტელეფონი 577 11 20 10

ნინო მილაშვილი – პროფესორი, პროექტის მკვლევარი, ტელეფონი 577 11 38 35