2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო

სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა

2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის 18:00 სთმდე;

დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა

2020 წლის 6 თებერვლიდან 12 თებერვლამდე

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განცხადება ივსება ადგილზე).

განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) ასლი;
გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის მითითებით;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი;
ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
ზ)  ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).
 შიდა მობილობის მსურველთათვის

 განცხადების წარმოდგენის ვადაა

 2020 წლის 22 იანვრიდან 15 თებერვლამდე

 რეგისტრაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 303

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ:  577 98 77 84;  595  20 92 62