2018 წ. 9 მარტი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, 2018 წლის 9 მარტს, გაიმართა ირლანდიაში, კორკის უნივერსიტეტში ERASMUS + ფარგლებში მიმდინარე პროექტის-EU-ASSET-ERASMUS+ (Assessment Tools for new learning environments in higher education institutions – 585587-EPP-1-2017-1-IL-EPPKA2-CBHE-JP) – უმაღლესი სასწავლებლების სწავლის შეფასების თანამედროვე ხერხები“ ანგარიში მოსმენა-პრეზენტაცია.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საერთაშორისო მობილობა – დაიწყო 15.10.2017 და დასრულდება 14.10.2020 მისი კოორდინატორია კინერეტის აკადემიური კოლეჯი (ისრაელი). ასევე, პარტნიორები არიან ევროპის შემდეგი უნივერსიტეტები: ბამბერგის უნივერსიტეტი (გერმანია), ლინცის განათლების უნივერსიტეტი (ავსტრია), ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), კორკის უნივერსიტეტი (ირლანდია).
პროექტის მიზანია უზრუნველყოს: განმავითარებელი შეფასების მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება; ევროპული უნივერსიტეტების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება; შემოქმედებითი და ინოვაციური შეფასების მეთოდების შემუშავება/დანერგვა და სხვა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას საქართველოს და ისრაელის უნივერსიტეტებში