2018 წ. 23 მაისი

2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია EU-ERASMUS+-ის პროექტში – „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხისთვის (Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higer Education Institutions in Georgia –INTEGRITY)”.

23 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროექტის წევრთა შეხვედრა. პროექტის ინსტიტუციურმა მენეჯერმა, პროფესორმა თინა გელაშვილმა პროექტის წევრებს გააცნო ინგლისის, შვედეთის, ავსტრიის უნივერსიტეტებში ანალოგიური გამოცდილება, ასევე ვენის და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამართულ საერთაშორისო კონსორციუმზე ევროკავშირის ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი მასალები.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა სტუდენტური სერვისების გაუმჯობესების მიზნით მოხდეს აკადემიური წერის საუნივერსიტეტო კურსის მოდერნიზება და პლაგიატთან ბრძოლის სერვისების შეთავაზება.
პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.INTEGRITY-ი ერასმუს+-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელშიც ჩართულია 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოდან და ოთხი ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტი.