2018 წ. 23-28 აპრილი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით, კიდევ ერთხელ გახდა Erasmus+ -ის პროექტის – CURE(Multi-faced program for curricular reform that aims to improve the level of curriculum for Civic Education and Principles of Democracy in teacher-training programs in Israel and in Georgia) საერთაშორისო მობილობის მონაწილე, ამჯერად დიდი ბრიტანეთის, კენტერბერის კრისტ ჩარჩის უნივერსიტეტში.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მობილობაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პროფესორმა თინა გელაშვილმა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენის მოწვეულმა პედაგოგმა თეონა ჟუჟუნაძემ.
როგორ შეიძლება ადამიანის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და რა როლი აქვს განათლებას ამ გზაზე? – ეს იყო სამუშაო შეხვედრის მთავარი კითხვა. მობილობა მიზნად ისახავდა მონაწილეები გაცნობოდნენ ინოვაციური პედაგოგიკის ისეთ მეთოდს, როგორიცაა ავტო/ბიოგრაფიული ნარატივი. ტრენინგის ორგანიზატორების მიზანი იყო აღნიშნული მეთოდი დაეკავშირებინათ სამოქალაქო აქტივიზმთან, მდგრადობისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითრებასთან.
მობილობის ბოლოს მოანწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.