2018 წ. 11-18 სექტემბერი

2017 წლის 11-18 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი მაკა მურვანიძე და ამავე ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი თეონა ჟუჟუნაძე Erasmus+-ის სპეციალური მობილობით იმყოფებოდნენ კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში.
მობილობა განხორციელდა Erasmus+ -ის პროექტის CURE (Multi-faced program for curricular reform that aims to improve the level of curriculum for Civic Education and Principles of Democracy in teacher-training programs in Israel and in Georgia) -ის ფარგლებში. საქართველოში პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტია.
მობილობაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის სხვა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოდან და ისრაელიდან.
სატრენინგო პროექტის მიზანი იყო უნივერსიტეტების პერსონალი გაცნობოდა საჯარო სივრცეების არსს და მიზანს, უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი მოწყობის აუცილებლობას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით.
ტრენინგი დატვირთული იყო მრავალფეროვანი მეთოდებისა და სხვადასხვა საშუალებების გაცნობით, რომელიც დაეხმარება ერთის მხრივ, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ ნაწილს და მეორეს მხრივ, სტუდენტობას საჯარო სივრცეების მოწყობასა და ორგანიზებაში.
სამუშაო შეხვედრების დროს აქტიურად განიხილებოდა უნივერსიტეტებში არსებული მდგომარეობა საჯარო სივრცეების მოწყობის კუთხით, მონაწილეები ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას. ტრენინგის ბოლოს თითოეულმა მონაწილე ორგანიზაციამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ მოეწყობა მომავალში მათ უნივერსიტეტში საჯარო სივრცე. ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.