2018 წ. 30-31 იანვარი

მიმდინარე წლის 30-31 იანვარს, ერასმუს+ CBHE  ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის დაფინანსებული პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Educations in Georgia (INTEGRITY)) საერთაშორისო კონსორციუმი გაიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის კოორდინატორი – თინა გელაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი -გურანდა მოდებაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი -რევაზ ზედგინიძე ესწრებოდა.

აღნიშნული პროექტი, რომლის კოორდინატორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია. მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კონსორციუმის მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრებზე ყურადღება აკადემიური გადაცდომების სახეობებზე, გადაცდომების გამოვლენის დროს მოქმედ სანქციებსა და რეგულაციებზე, პლაგიატის წინააღმდეგ დანერგილ ელექტრონულ სისტემასა და სხვა საკითხებზე გაამახვილეს. კონსოლციუმის დროს საერთაშოსრისო პარტნიორებმა, ინგლისიდან, ირლანდიიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან მონაწილეებს გააცნეს თავიანთი გამოცდილება ამ მიმართულებით.