ცხადდება დამატებითი მიღება სამაგისტრო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლისთვის

სსიპ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2020 – 2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში  აცხადებს   მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე:

  • საქართველოს ისტორია – 5 ადგილი
  • ქართველური ენათმეცნიერება – 6 ადგილი
  • ქართული ლიტერატურის ისტორია  – 5 ადგილი
  • სისხლის სამართალი  – 5 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება – 4
  • აგროტექნოლოგია – 6 ადგილი
  • ბიზნეს-ინფორმატიკა – 7 ადგილი
  • ასტრონომია – 10 ადგილი

რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი/ასატვირთი დოკუმენტების სია:

  1. განცხადება რექტორის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა)
  2. სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული (pdf ფაილი);
  3. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი (pdf ფაილი); 
  4. ფოტო (jpg ფაილი);
  5. საგამოცდო ბარათის ასლი (pdf ფაილი);
  6. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  7. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟების შემთხვევაში) (pdf ფაილი).

მაგისტრატურაში სწავლის  მსურველთა   ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 14 სექტემბრიდან 20  სექტემბრის ჩათვლით სარეგისტრაციო ბმულზე

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული.

 სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

 სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).

სასპეციალიზაციო გამოცდა ყველა სამაგისტრო პროგრამაზე  ჩატარდება ელექტრონულად 23 სექტემბერს 12.00 საათზე  პროგრამა MOODLE საშუალებით

მაგისტრატურაში ჩარიცხვის შემდეგ (სწავლის დაწყებიდან პირველ კვირაში) უცხოური ენის ცოდნის დონის დასადგენად ტარდება ტესტირება  უცხოური ენაში (ინგლისური, გერმანული, რუსული). ტესტირება ჩატარდება მხოლოდ იმ სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის, სადაც  უცხოური ენა ისწავლება როგორც სავალდებულო საგანი. კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, აღარ აბარებს უცხო ენას (ქართველური ენათმეცნიერების, ქართული ლიტერატურის ისტორიის და სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები არ გაივლიან ტესტირებას უცხოურ ენაში).