ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!

21 მარტს მთელ მსოფლიოში სიმბოლურად ადამიანები ზოლიან წინდებს იცვამენ. ამ აქციით მსოფლიო გამოხატავს სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ, რომელსაც შეუერთდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც და I კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართული ღონისძოებით სოლიდარობა გამოუცხადა დაუნის სინდრომის მქონე პირებს. ღონისძიებას უძღვებოდა ორგანიზატორი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგიის დოქტორი გულიკო ბექაური. სიტყვით გამოვიდნენ სტუმრები, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის ექიმი – ლამარა კიკნაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე – ნინო რუხაძე. საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და მცდარი შეხედულებების, მითებისა და რეალობის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნათია გურჯიშვილმა და მედეა ლომიძემ.