განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების პილოტირება ERASMUS + ASSET პროექტის ფარგლებში

2019 წლის 25 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა EU-ERASMUS + ASSET პროექტის (შეფასების ინსტრუმენტები უმაღლესი განათლების სასწავლო გარემოსთვის) ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

პროექტის სტაფის წევრმა ასოცირებულმა პროფესორმა მაკა მურვანიძემ ისაუბრა პროექტის შესახებ და დამსწრე აუდიტორიას გააცნო განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების მნიშვნელობა. მაკა მურვანიძემ პრეზენტაცია გამართა განმავითარებელი შეფასების შემდეგ ინსტრუმენტებზე: Group/Peer Assesement, Reflective Diary – ჯგუფის/მეწყვილის შეფასება და რეფლექსიური დღიური, რომელიც არის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი. იგი ხელს უწყობს ინდივიდის ფსიქო-სოციალურ, ფიზიკურ, და ზოგადად პიროვნული შესაძლებლობების/პოტენციალის ზრდას. აგრეთვე თვითანალიტიკური და სოციალური უნარების განვითარებას.

ვორკშოფის მიზანი იყო სტაფი გაცნობოდა  განმავითარებელი შეფასების  ინსტრუმენტს, ‘’Group/Peer Assesement’’, ‘’Reflective Diary’’, დეტალებში და  შეერჩიათ მათი დისციპლინისთვის  რელევანტური ინსტრუმენტი რომლის პილოტირებაც მოხდება მომავალი სასწავლო აკადემიური  წლიდან.

ზემოთ აღნიშნული შეფასების ინსტრუმენტი ევროპის ქვეყნებში აპრობირებული და უკვე დანერგილია. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს და ახალი სასწავლო წლიდან იწყებს EU-ERASMUS + ASSET  სწავლების შეფასების ინსტრუმენტების სხვადასხვა საგნებში პილოტირებას.