ღონისძიება ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში

2018 წლის 12 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში (12-16 ნოემბერი) გაიმართა შეხვედრა.
ღონისძიების ორგანიზატორი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.
შეხვედრა გაიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთობლივად.
ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ქ-ნი მაკა ბერიძე, მან ასევე მოკლედ მიმოიხილა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია და სტრატეგიული გეგმა, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს მოუსმინა:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქ-ნი ლია გიგაურმა წარმოადგინა საჯარო ლექცია თემაზე: “ტოლერანტობა – სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორი”.
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა – ფსიქოლოგმა გულიკო ბექაურმა ისაუბრა „ტოლერანტობა, როგორც საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორი.“
შეხვედრაში მომხსენებლებად სტუდენტებიც მონაწილეობდნენ და შემდეგ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება:
ჯულიეტა ელბაქიანმა ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტმა წარმოადგინა თემა „ჩემი რელიგია.“ ისტორიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტმა თინათინ ტეფნაძემ კი ,,ტოლერანტობა და თანასწორობა.“ ხოლო სამართლის საბაკალავრო პროგრამის II კურსის სტუდენტმა ანა არუთუნიანმა გააკეთა მოხსენება „ტოლერანტობა – ადამიანთა ინდივიდუალობის პატივისცემა.“
შეხვედრას უნივერსიტეტის მესამე კორპუსის (ახალქალაქის) სტუდენტებიც ესწრებოდნენ.