უნივერსიტეტის შიდა ჩემპიონატი მინი ფეხბურთში

22 მაისიდან დაიწყო უნივერსიტეტის შიდა ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. 3 ივნისს ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სტუდენტური თვითმმართველობის გუნდი და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნირებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის გუნდი. ასპარეზობაში დამაჯერებლად გაიმარჯვა სტუდენტური თვითმმართველობის გუნდმა. ორივე გუნდს ფინალში მონაწილეობისათვის სიგელები გადაეცათ, გამარჯვებულ სტუდენტური თვითმმართველობის ფეხბურთელებს კი დამატებით უნივერსიტეტის თასი.