უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კენტერბერში საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა მიიღო

2019 წლის, 2 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, ქ. კენტერბერში (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო), კენტერბერის ქრისტეს ეკლესიის უნივერსიტეტში ჩატარდა 6 დღიანი ტრენინგ-სემინარი თემაზე ,,ავტობიოგრაფიული ნარატივი, აქტიური მოქალაქეობის, მდგრადობისა და დემოკრატიული მგრძნობელობისათვის“, ERASMUS+CURE (Curriculum Reform for Promoting Civic Education and Democratic Principles in Israel and Georgia) საერთაშორისო პროექტის ,,სპეციალური მობილობის“ ფორმატის ფარგლებში.

პროექტში მონაწილე საქართველოსა და ისრაელის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებთან ერთად ტრენინგ-სემინარს დაესწრო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაკა მურვანიძე. მას აგრეთვე ჰქონდა საშუალება დასწრებოდა იქ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაც იყო ,,ავტობიოგრაფიული ნარატივი, როგორც კვლევისა და სწავლების მეთოდი“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ უნივერსიტეტის მასპინძელი და სამცხე-ჯავათის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი პროფესორები ალან ბეინბრიჯი და ლინდენ ვესტი.

მონაწილეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს აღნიშნული მეთოდი თავიანთ უნივერსიტეტებში. ტრენინგ-სემინარი წარმატებით დასრულდა და მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.