ტრენინგი განმავითარებელი შეფასების ინოვაციურ  ინსტრუმენტზე-Soft Skills, SEI-სოციალურ-ემოციური ინტელექტი

25 სექტემბერს EU-ERASMUS + ASSET(ASSET -Assessment Tools for new learning environments in higher education institutions) პროექტის ფარგლებში  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ვორკშოპი განმავითარებელი შეფასების ინოვაციურ  ინსტრუმენტზე-Soft Skills, SEI-სოციალურ-ემოციური ინტელექტი. ვორკშოპს უძღვებოდა პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი და ტრენერი, პროფ. თინა გელაშვილი.

აკადემიური პერსონალი გაეცნო სტუდენტზე ორიენტირებულ, ზემოაღნიშნული, შეფასების ინოვაციური ინსტრუმენტის დანერგვის მეთოდოლოგიას, შეფასების კრიტერიუმებს, შუალედური და შემაჯამებელი შეფასებისას ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს, რომელიც  პროექტის ფარგლებში შეძენილ, IOS სისტემის (Apple) მობილური ლაბორატორიის მეშვეობით განხორციელდება.