“სტუდენტური თვითმმართველობა” სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც  საყოველთაო, თანასწორი და ფარული არჩევნების წესითაა არჩეული. 

იხილეთ თვითმმართველობის დებულება

სტუდენტური თვითმმართველობები, ფაკულტეტების მიხედვით,  ორი წლის ვადით აირჩევა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს რაიმე სახით ჩაერიოს ან ზემოქმედება მოახდინოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაზე და მის დამოუკიდებლობაზე. 

სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები:

  • დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტების ინტერესები;
  • ხელი შეუწყოს სტუდენტებს უფლებებისა და თავისუფლების, მათი კანონიერი ინტერესების დაცვაში, განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში;
  • დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვლიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში.
  • ხელი შეუწყოს სტუდენტებში სამოქალაქო განათლების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას; დახმარება გაუწიოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

სტუდენტური თვითმმართველობა შედგება მართვის ორგანოებისა და დეპარტამენტებისაგან.

სტუდენტური თვითმმართველობის მართვის ორგანოებია:

  •      სტუდენტური თვითმმართთველობის საერთო კრება;
  •      პრეზიდენტი.

სტუდენტური თვითმმართველობის მიზნების შესასრულებლად სტუდენტურ თვითმმართველობაში იქმნება 5 დეპარტამენტი:

  •      განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი;
  •     საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  •     სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი;
  •     კულტურის დეპარტამენტი;
  •     სპორტის დეპარტამენტი.

 სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტმენტები და სამსახურები

თვითმმართველობის მიზნების შესასრულებლად სტუდენტურ თვითმმართველობაში იქმნება 5 დეპარტამენტი:

  ა) განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი;

  ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

  გ) სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი;

  დ) კულტურის დეპარტამენტი;

  ე) სპორტის დეპარტამენტი;

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი: იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი კურტანიძე

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი