სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებული

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართა სტუდენტური ესეების კონკურსი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება – 100“.
კონკურსში თემით,, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება- 100“ მონაწილეობას იღებდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის II კურსის სტუდენტი ანა არუთუნიანი, რომელმაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლელის 7 სტუდენტთან ერთად დამსახურებულად გაიმარჯვა.
გამარჯვებულებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიესალმა და ჯილდოები გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ანას ღირსეულ გამარჯვებას და ახალ წარმატებებს უსურვებს მას.
ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე  დაჯილდოვება