საჯარო ლექცია თემაზე “ელექტრონული მმართველობა და კიბერუსაფრთხოება”

ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტომ USAID GGI პროგრამის მხარდაჭერით 2019 წლის 21 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწალებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის გამართა საჯარო ლექცია, რომელზედაც მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლები წარსდგნენ შემდეგი თემებით: დავით ქვათაძე ,,კიბერჰიგიენის ძირითადი საფუძვლები“; ეკა გორდაძე ,,ელექტრონული მმართველობის პრაქტიკული გამოყენება“ და თეონა ბირთველიშვილი ,,ერთიანი პორტალი my.gov.ge“. დაწყებამდე სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა ბერიძე და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა მათ. საჯარო ლექციაზე მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ელექტრონულ ხელმოწერასა და ელექტრონულ სანდო მომსახურებაზე, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალზე https://www.my.gov.xn--ge–mwnye/ და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.