ჟურნალ „არავის“ პრეზენტაცია ასპინძაში

ასპინძის სამუსიკო სკოლაში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ, სამეცნიერო-პოპულარულ და საზოგადოებრივ ჟურნალ „არავის“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი 2016 წელს დაარსდა, როგორც ყოველთვიური გამოცემა. მისი დამაარსებელი და რედაქტორი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძეა, რომელმაც გაიხსენა ჟურნალის შექმნისა და გამოცემის ისტორია. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს მდივანმა, სამცხე-ჯავახეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ მის მნიშვნელოვნებაზე გაამახვილა ყურადღება. ჟურნალის დანიშნულებაზე ისაუბრეს სარედაქციო საბჭოს სხვა წევრებმაც პროფესორებმა ლალი ბერიძემ,ნატო ყრუაშვილმა, მაია ქუქჩიშვილმა.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მამა ზოსიმე, გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორი ავთანდილ ბერიძე, ნოდარ სურმანიძე, თემურ მაღრაძე, ეთერ ღამბაშიძე, ოთარ გოგოლაძე. ღონისძიების ბოლოს საზოგადოების წინაშე წარსდგა ფოლკლორულ-ინსტრუმენტალური ანსამბლი „ვარძია“.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული ადამიანები.