მხატვარ თამარ თამარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა უნივერსიტეტის მუზეუმში

2019 წლის 12 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში, მხატვარ თამარ თამარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენის სტუმრები ფერწერულ ტილოებს, ვინტაჟურ ნამუშევარსა და ბატიკის ნიმუშებს გაეცნენ. სასწავლებელმა მხატვრის ნამუშევრებს მესამედ უმასპინძლა. უნივერსიტეტის მუზეუმში თამარ თამარაძის ნახატების დათვალიერება მსურველებს დეკემბრის ბოლომდე შეეძლებათ.