2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

 

სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 17.01.2019-01.02.2019 (09:00-18:00)

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა: 06.02.2019

დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებაში გამოცხადების ვადა: 06-12.02.2019 

რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტაცია:

1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე).
2. ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
3. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) ასლი;
4. ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის მითითებით;
5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი;
7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ასლი;
8. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).
 

შიდა მობილობის მსურველთათვის!

განცხადების წარმოდგენის ვადაა:  2019 წლის 17 იანვრიდან – 25 თებერვლის ჩათვლით

 რეგისტრაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი, ოთახი 303

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ:  577 98 77 84;  595  20 92 62