ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „ლექსი თვითონ მწერს“

2018 წლის 21 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა პოეზიას დაეთმო. სტუდენტებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „ლექსი თვითონ მწერს“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა პოეტები მირზა ბურძენიძე, რევაზ ზუმბაძე, მარიამ სუდაძე, ოტია ზედგინიძე, წამყვანი გახლდათ მარიამ ხარაიშვილი. ნახევარი საათის განმავლობაში სულგანაბული აუდიტორია უსმენდა პოეზიის საოცარ ამოფრქვევას, იყო საოცრად თბილი გარემო, სადაც თითოეულმა გამომსვლელმა ვერ დამალა განცდილი ემოცია.

ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს პროფესორებმა მერაბ ბერიძემ, ლალი ბერიძემ, გულიკო ბექაურმა, ჟურნალისტმა მარინე ზედელშვილმა, პოეტმა გიორგი ბერიძემ.
გამოითქვა სურვილი, რომ 90-იან წლებში უნივერსიტეტში არსებული „ლიტერატურული ხუთშაბათობები“, რომელიც უამრავ ახლაგაზრდა შემოქმედს წარმოაჩენს, განახლდეს და ახალი სახე მიიღოს.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება და სამეცნიერო ბიბლიოთეკა.