ლექცია ადამიანის უფლებების შესახებ

2018 წლის 22 ნოემბერს, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა ლექცია ადამიანის უფლებების შესახებ.

ლექცია მიეძღვნა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილესა და მის ფარგლებში განხილული იქნა დეკლარაციისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობა.შეხვედრაზე კერძოდ საუბარი იყო ადამიანის უფლებების ზოგად პრინციპების, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებასა და გავლენაზე, ამასთან, თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვასა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების, ეკონომიკური და კულტურული უფლებების და თავისუფლებების შინაარსზე.
ლექციების სერია იწყება სამცხე-ჯავახეთით და იგი კიდევ 4 სხვა რეგიონს მოიცავს. მათი მიზანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაძლიერება. ამასთან სტუდენტებისთვის მათ უფლებებზე ინფრომაციის მიწოდება.

ლექციას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებების სფეროში წამყვანი ექსპერტები:თამარ თომაშვილი – ასისტენტ-პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტი;
გიორგი ჩხეიძე – ადამიანის უფლებათა იურისტი, “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროექტის ხელმძღვანელი
ლექცია ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროქტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” ფარგლებში, რომელიც ეხმარება სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დოკუმენტების განხორციელებაში და ადამიანის უფლებებზე მომუშავე უწყებების გაძლიერებასა და განვითარებაში.