კონკურსი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ცხადდება კონკურსი  სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.

კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 10 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში. (განცხადება იწერება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე).

კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერუმებს:

ა) ფლობდეს სამეცნიერო ხარისხს;

ბ) გააჩნდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) გააჩნდეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა;

ბ) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ)  CV ;

დ) სამოტივაციო წერილი.