კიდევ ორი აკრედიტებული პროგრამა სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე

2019 წლის 13 დეკემბერს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა ორმა პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია სრული ვადით.

  1. ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას (ხელმძღვანელი პროფესორი ლევან მაკარაძე) აკრედიტაცია მიენიჭა 4 წლის ვადით, როგორც პირველად წარდგენილ პროგრამას. 2020-2021 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს აბიტურიენტები ამ მიმართულებით.
  2. ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას (ხელმძღვანელი პროფესორი გოჩა თუთბერიძე, თანახელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნანა ჯღარკავა) აკრედიტაცია მიენიჭა 7 წლით, როგორც რეაკრედიტირებულ პროგრამას.ვულოცავთ   სამცხე-ჯავახეთსა და სრულიად საქართველოს ამ  წარმატებას!