გასვლითი ლექცია ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის

2019 წლის 21 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა როინ თათეშვილმა ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის გასვლითი ლექცია გამართა.
მესამე (ახალქალაქი) კორპუსში ახალქალაქისა და ახალციხის სტუდენტებმა ლექციაზე მოისმინეს ინფორმაცია მეწარმისათვის საჭირო უნარებისა და ინსტრუმენტების შესახებ. ისაუბრეს ბიზნეს გეგმისა და ბიზნეს ტილოს შექმნაზე. ლექციის ფარგლებში ჩატარდა ვიქტორინა – რა? , სად? , როდის? , რომელიც ძირითადად მოიცავდა მეწარმეობისა და ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიქტორინაზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდა წიგნებითა და სიმბოლური საჩუქრებით.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს რჩევები ,,აწარმოე საქართველოს” მიერ გამოცხადებული პროექტების ფარგლებში ბიზნეს იდეებსა და ფინანსური გეგმის მომზადების შესახებ.
დასასრულს სტუდენტებმა მოინახულეს ახალქალაქში არსებული ადგილობრივი საწარმო”Alpen Milk”, სადაც მზადდება რძის პროდუქტები და ტკბილეულობა. სტუდენტებმა ადგილობრივი მეწარმისაგან მიიღეს რჩევები და მოისმინეს ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შესახებ.