გამოცდების ჩატარების წესი სტუდენტებისთვის!

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს  უნივერსიტეტის  სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება და  რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში.

სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწვლო წლის შემოდგომის სემესტრის დასკვნითი გამოცდები ჩატარდება  წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ . გვერდზე და ელექტრონული მართვის სისტემაში.

აუცილებელია სტუდენტმა/გამოსაცდელმა ყველა დასკვნით გამოცდაზე (წერითი და ელექტრონული), რომელსაც ატარებს სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება (საგამოცდო ცენტრი) იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

პირადობის დამაადასტურებელი მოწმობის გარეშე სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება!

სტუდენტი/გამოსაცდელი  ყველა დასკვნით დამოცდაზე შესვლის წინ გადის რეგისტრაციას, რაც ნიშნავს  იმას,  რომ  იგი  პირადობის დამაადასტურებელი მოწმობის  წარდგენის შემდეგ ხელს აწერს სტუდენტთა სარეგისტაციო უწყისში და მხოლოდ ამის შემდეგ შედის გამოცდაზე.

წერითი და ელექტრონული გამოცდების მსვლელობას, ორგანიზებას და ზედამხედველობას უწევს  მინიმუმ ორი დამკვირვებელი.

აკრძალულია  ტელეფონის  და სხვა პირადი ნივთების  (გარდა სასმელი წყლისა  და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირადი ნივთებისა) შეტანა გამოცდაზე. სტუდენტი ტელეფონს  ჩააბარებს  დამკვირვებელს გამოცდის დაწყებამდე რეგისტრაციის  დროს .

აკრძალულია დამხმარე მასალის (,,წიგნი, კონსპექტი, ე.წ. ,, შპარგალკა’’) გამოყენება. აღნიშნული მასალის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი/გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან, უწყისში გაფორმდება  ჩანაწერი ,,მოიხსნა  გამოცდიდან  ,, შპარგალკის’’ გამოყენების გამო ‘’ და ნაშრომი არ გასწორდება.

ლექსიკონის და კალკულატორის   გამოცდაზე გამოყენების საკითხს წყვეტს საგნის პედაგოგი  იმავე საგნის სპეციპიკიდან გამომდინარე , რაც წინასწარ ეცნობება სტუდენტს/ გამოსაცდელს.

გადალაპარაკების, წესრიგის  დარღვევის შემთხვევაში სტუდენტი/გამოსაცდელი მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას. იგივე ან სხვა დარღვევის განმეორების  შემთხვევაში  მოიხსნება გამოცდიდან.

წესრიგის უხეში  დარღვევის ( დამკვირვებლის ან პედაგოგის სიტყვიერი შეურაცყოფა, მუქარა, გამოცდის ჩაშლის მცდელობა  და ა. შ.)  გამოსაცდელი  მოიხსნება გამოცდიდან.

სტუდენტი  ჩაჭრილად ჩაითვლება  თუ:

  • მოიხსნება გამოცდიდან
  • არ გამოცხადდება დასკვნით გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით
  • გამოცდის მსვლელობისას დატოვებს გამოცდას
  • მიიღებს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას

 

გამოცდის გადავადების  მოთხოვნა  შესაძლებელია  სტუდენტის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. სამედიცინო ცნობა). სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს მინიმუმ  ერთ დღით  ადრე.

გამოცდის შედეგების გაცნობა და გასაჩივრება

წერილობითი  გამოცდის შედეგები უნდა გამოყვეყნდეს ჩაბარებიდან ერთი კვირის ვადაში (იგულისხმება  შედეგების ელექტრონული მართვის სისტემაში ატვირთვა).

ელექტრონული და ზეპირი გამოცდის შემთხვევაში სტუდენტს გამოცდის შედეგი  ეცნობება  გამოცდის დასრულებისთანავე.

სტუდენტი/გამოსაცდელი, რომელიც არ ეთანხმება სემესტრულ დასკვნით გამოცდაზე მიღებულ შედეგს, უფლებამოსილია, შედეგის ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დასაბუთებული წერილობითი განცხადებით, საჩივრით მიმართოს ფაკულტეტს ან  სასწავლო განყოფილებას და მოითხოვოს გამოცდების შედეგების გადასინჯვა.

საჩივარი დასაშვებია თუ სტუდენტი/გამოსაცდელი უთითებს შემდეგ დარღვევებზე:
ა) პროცედურულ დარღვევებზე;

ბ) შეფასების დადგენილი სისტემის უგულველყოფაზე;

გ) ან არ ეთანხმება მასწავლებლის შენიშვნებს;

დ) ელექტრონული გამოცდის შემთხვევაში ტესტში არსებული დასაბუთებული ხარვეზის გამო.
გადაწყვეტილება გასაჩივრებულ გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით

უნივერსიტეტის  ფაკულტეტის მიერ შექმნილი სააპელაციო კომისია საჩივრის მიღებიდან 15 დღიან ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს გადაწყვეტილებას საჩივართან  დაკავშირებით.

 

 

გისურვებთ წარმატებებს!