ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი

 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი შემდეგი მიმართულებით

       ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი

     

 

მიმართულება

 

დარგი / ქვედარგი

ვაკანსია

აკადემიური თანამდებობა

საშტატო

ერთეულის რაოდენობა

ბიზნესის ადმინისტრირება

მენეჯმენტი

ასოცირებული პროფესორი

1

    
  1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით  შეიძლება  აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის  გამოცდილება.
  2. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.
  3. გამონაკლისის სახით  უნივერსიტეტის  აკადემიურ თანამდებობაზე  შეიძლება არჩელ იქნეს 65 წლის ასაკს გადაცილებული პირი,  თუ იგი აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილე კანდიდატისადმი დადგენილ მოთხოვნებს. აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია კანონმდებლობითა  და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით.
  4. კონკურსი ცხადდება 2018 წლის 20 დეკემბერს დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 21 იანვრიდან  4 თებერვლამდე. კონკურსი ჩატარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ ერთი და არაუგვიანეს ორი თვის ვადაში.
  5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით.

კონკურსში მონაწილეობის  მსურველმა  საკონკურსო კომისის სამდივნოში უნდა წარადგინოს:

 

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება  და კონკურსანტის ანკეტა(აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი), სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ.

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ) დისერტაციის (საკანდიდატო/სადოქტორო) სადისერტაციო მაცნე (ავტორეფერატი);

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების და სამეცნიერო პრეზენტაციების (კონფერენციებზე, სიმპოზიუმზე, სემინარზე და ა. შ.) ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით);

ვ) იმ დისციპლინების ჩამონათვალი, რომელსაც კონკურსანტი ბოლო 5 წლის განმავლობაში კითხულობდა აკრედიტებულ უსდ-ში (დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით);

ზ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, ხოლო ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამოტივაციო  წერილი;

თ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სილაბუსები ანკეტაში მითითებულ ყველა საგანში;

ი) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

კ) ორი ფოტოსურათი;

ლ)      ყველა     მონოგრაფია      და     სახელმძღვანელო,     რომელიც     მითითებულია კონკურსანტის შრომების ჩამონათვალში (ბოლო 6 წლის განმავლობაში).

  1. იხ. საკონკურსო პირობები,  აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი. 
  2. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სსიპ სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში   მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის    ქ.#106, ოთახი #210.

     საკონტაქტო ინფორმაცია:  577 98 77 80 (გიული ზედგინიძე)

                                                       555 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი