აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს აბიტურიენტთა მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა (ინგლისური); ისტორია; მათემატიკა.
მომზადება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ 2 საათის ხანგრძლივობით.
თითოეული საგნის ღირებულება შეადგენს 25 ლარს.
მსმენელთათვის გათვალისწინებულია გარკვეული ტიპის შეღავათები:
• ერთი ოჯახიდან ორზე მეტი აბიტურიენტის სწავლის შემთხვევაში გაუნახევრდებათ გადასახადი.
• აბიტურიენტებს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახებიდან გაუნახევრდებათ გადასახადი.
• სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების აბიტურიენტები გათავისუფლდებიან სწავლის საფასურის გადახდისაგან.

რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ.N# 113, უნივერსიტეტის I კორპუსი; III სართული; ოთახი #304;
საკონტაქტო ნომერი 577 987711