სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსტეტმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უმასპინძლა

მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან გაიმართა უნივერსიტეტის მესამე კორპუსში (ახალქალაქში), სადაც ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა  სამშვიდობო და  სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე.. მიმოიხილა  პროგრამები და პროექტები, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.  ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი .