სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2014 წლის მაისის თვიდან წვდომა აქვს ELSEVIER  ბაზებზე. ELSEVIER- წამყვანი საერთშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს და ა.შ. 

 

      შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი კომპანია “ელსევიერთან” 2014 წლიდან თანამშრომლობს, რის შედეგადაც სამეცნიერო ბაზით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნიათ.

კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდა მთელს მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არამხოლოდ მოკლე ანოტაციებს, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზე. 

 

       საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, ქვემოთაა ჩამოთვლილი. თითეულ ბაზაში გადამისამართება შესაძლებელია შესაბამის ლოგოზე ზემოქმედებით. ბაზის გამოსაყენებლად საჭირო საიდენტიფიკაციო მონაცემებისთვის მიაკითხეთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკას.

 

 

1. 

(ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი საერთაშორისო ბაზა მსოფლიოში), რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, აბსტრაქტებსა და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე. ის მოიცავს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალს, ჯამში 50 მილიონზე მეტი ჩანაწერს. სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა დადგინოს, გაანალიზოს და ვიზუალურად წარმოადგინოს კონკრეტული ა

ვტორის/სტატიის ციტირების მაჩვენებელი. ელ. ბაზა გვეხმარება მუდმივად ვაკონტროლოთ მსოფლიოში მიმდინარე კვლევების ტენდენცია მეცნიერების, ტექნოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში.

 

2.

  მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა,  რომელიც  მოიცავს  2000 დასახელების ჟურნალს,  ჯამში ორ მილიონზე  მეტი  სტატიის სრულ ტექსტს. ScienceDirect ძირითადად ორიენტირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, შედარებით მცირე რაოდენებით არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები.

 

 

3.

 არის კემბრიჯის უნივერსიტეტის რეფერირებადი და სამეცნიერო ჟურნალების ციფრული არქივი, რომელიც მოიცავს 250-ზე მეტ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალს ისეთ წამყვან სფეროებისა როგორიცაა: ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებები, ხელოვნება, მედიცინა, სოფლის მეურნეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები.

იგი წარმოადგენს “Cambridge University Press”-ის ნაწილს, რომელიც არის როგორც აკადემიური, ასევე საგანმანათლებლო გამომცემელი. “Cambridge University Press” დაარსდა 1534 წელს და წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე ძველ გამომცემლობას და ასევე უძველეს საუნივერსიტეტო პრესას. დღეისათვის მას უჭირავს წამყვანი პოზიციები გლობალურ ბაზარზე, გააჩნია 50-ზე მეტი ოფისი მსოფლიო მაშტაბით და ავრცელებს თავის პროდუქციას თითქმის ყველა ქვეყანაში. ჟურნალების ელ. ვერსიების ინტერნეტით გავრცელებამ განვითარებად ქვეყნებში შეხწევადობას შეუწყო ხელი, სწორედ ამიტომ დღეისათვის “Cambridge Journals” არის ხელმისაწვდომი, როგორც ბეჭვდითი ასევე ონლაინ რეჟიმში.

 

4.

 არაკომერციული გამომცემელი, რომელიც მიზნად ისახავს გახადოს სამეცნიერო კვლევები საზოგადოებისათვის მარტივად ხელმისაწვდომი. იგი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს ავტორების, გამომცემლების, პროფესიული საზოგადოებების, აკადემიური ინსტიტუტების და ბიბლიოთეკებისათვის, რომელთაც აერთიანებთ საერთო მიზანი – ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება. დღეისათვის BioOne ემსახურება 140-ზე მეტ საზოგადოებრივ ჯგუფსა თუ გამომცემელს, გააჩნია 4000-ზე მეტი წვდომითი დაწესებულება და მილიონობით მკვლევარი მსოფლიო მაშტაბით.  მისი ბაზა მოიცავს მრავალ, მაღალი ხარისხის და ღიად ხელმისაწვდომ სტატიას, რომლებიც ფოკუსირდება ბიოლოგიაზე, ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე.

5.

უზრუნველყოფს – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ მეცნიერებებში ონლაინ ხელმისაწვდომობას 24 თვის წინ გამოქვეყნებულ ყველა საკითხზე. გამოქვეყნებულია:კულტურის კვლევები, ეკონომიკა, განათლება, გარემოსდაცვითი ჰუმანიტარული, ეთნოგრაფია, ევროპული კვლევები, პოეზია, კინოს და მედიის კვლევები, გენდერი და სექსუალური კვლევები, ლიტერატურული გამოკვლევები, ჯანდაცვა, ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, პოლიტიკის, ისტორიის, საერთაშორისო რეგიონალური კვლევები, შუა აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორიის, პედაგოგიკის, ფილოსოფიის, პოლიტიკის, რელიგიური კვლევები, მეცნიერების კვლევები, აგრეთვე განთავსებულია ინფორმაცია  სოციოლოგიისა და სოციალური თეორიის, თეატრისა და შესრულების კვლევების შესახებ.

6.

ედვარდ ელგარის გამომცემლობის ჟურნალებში წარმოდგენილია საცნობარო სამუშაოები და წიგნები, მათ შორის სამეცნიერო მონოგრაფიები, კვლევითი სახელმძღვანელოები და სხვა. გამოქვეყნებული მასალა მოიცავს წამყვან სფეროებს და მასში წარმოდგენილია: აზიური კვლევები; ბიზნესი და მენეჯმენტი; განვითარების კვლევები; ეკონომიკა და ფინანსები; განათლება;
გარემო; გეოგრაფია; ინოვაცია და ტექნიკა; სამართალი – აკადემიური; სამართალი – პროფესიონალი; პოლიტიკა და საჯარო პოლიტიკა; კვლევის მეთოდები; სოციალური პოლიტიკა და სოციოლოგია; სწავლების მეთოდები; ურბანული და რეგიონალური კვლევები.

 

7.

მსოფლიოში აღიარებული აკადემიური გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ მაღალხარისხიან ჟურნალსა და ცნობარს ისეთ წამყვან სფეროებში როგორიცაა ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მედიცინა.
დღეისათვის 500-ზე მეტი ჟურნალი უკვე შესულია JCR (Journal Citation Report)-ის მონაცემთა ბაზაში და SAGE აგრძელებს მუდმივ ზრდას. 2014 წლის მონაცემებით, 100-ზე მეტმა ჟურნალმა მიიღო 10 კატეგორიაში საუკეთესო ჟურნალის წოდება, ხოლო 23-მა ჟურნალმა მიიღო მათი პირველი იმპაქტ-ფაქტორი.
SAGE -ის მიზანია იყოს მსოფლიოს ლიდერი დამოუკიდებელი, აკადემიური და პროფესიული გამომცემელი, რომელიც დააკმაყოფილებს წამყვანი ავტორების და რედაქტორების ინტერესებს და ამავდროულად მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომს გახდის მათ საუკეთესო ნაშრომებს.

 

8.

IMechE- ის ჟურნალები მოიცავს 1847 წლიდან დღემდე ყველა ასპექტს მანქანათმშენებლობისა და ინჟინერიის დარგში. თითოეული 18 ჟურნალიდან 16-ი კონცენტრირებულია საინჟინრო ტექნოლოგიის კონკრეტულ სფეროზე, რათა უზრუნველყოს საინჟინრო მექანიკის სიღრმისეული გაშუქება.

თითოეულ ჟურნალს ყავს საკუთარი საერთაშორისო სარედაქციო საბჭო, რომელთაგან ყველა წამყვანი ინჟინერია თავის სფეროში, სარედაქციო საბჭოს ხელმძღვანელობს გამოჩენილი ინჟინერი.

IMechE- ის ჟურნალების კოლექცია წარმოგვიდგენს უნიკალურ მასალას, რომელიც აერთიანებს 160 წლის განმავლობაში შექმნილ ინოვაციურ საინჟინრო ტექნიკის შესახებ ინფორმაციას.

 

9.

გამოიცემა მასაჩუსეტსის სამედიცინო საზოგადოების მიერ და მიჩნეულია ერთერთ წამყვან რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალად. მისი მიზანია მიაწოდოს სამედიცინო საზოგადოებას მაღალი ხარისხის ინფორმაცია, როგორც თეორიული ასევე კლინიკურ პრაქტიკაში, მაქსიმალურად გასაგებ ფორმატში. ჟურნალი აერთიანებს ნაშრომებს, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია შინაგანი ორგანოების მედიცინაზე და მისი ქვესპეციალობების დარგებზე, მათ შორის არის – კარდიოლოგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია/ონკოლოგია, იმუნოლოგია/ალერგია, ინფექციური დაავადება, ნეფროლოგია, ნევროლოგია/ნეიროქირურგია, ფილტვების მკურნალობა და რევმატოლოგია.1996 წლიდან მოქმედებს ჟურნალის ვებ-გვერდი, ონლაინ ვერსია, რომელიც ყოველკვირეულად აქვეყნებდა აბსტრაქტებს კვლევით სტატიებზე, სრული მოცულობით სთავაზობდა მომხმარებელს დასაბეჭდ მასალებს, ქეისებს და რედაქტორისადმი მიძღვნილ წერილებს. ორი წლის შემდეგ კი ონლაინ ჟურნალი გაფართოვდა და ხელმისაწვდომი გახდა ყველა სტატია სრულად. დღეისათვის   “The New England Journal of Medicine”  დამატებით სთავაზობს თავის მომხმარებელს ვიდეოებს კლინიკურ მედიცინაზე, რეცენზირებულ საგანმანათლებლო ვიდეოებს, ინტერაქტიულ სამედიცინო შემთხვევებს და ცოდნის გასაღრმავებელ კითხვარებსა და ტესტებს. ამჟამად ჟურნალის ონლაინ ვერსია არქივის სახით მოიცავს ჟურნალის მიერ გამოქვეყნებულ სრულ მასალას.

 

10.

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში სამეცნიერო კომუნიკაციის სრული ელექტრონული გამოცემების ინფრასტრუქტურაა. იგი აერთიანებს ოთხ დამატებით პლატფორმას, რომელიც განკუთვნილია წიგნების, ჟურნალების, კვლევითი ბლოგისა და სამეცნიერო განცხადებების შესაბამისად. 2017 წელს, ყველა ამ პლატფორმამ, რომლის შინაარსი ძირითადად ღიაა, მთელი მსოფლიოდან, თითქმის 6 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავდა. დამხმარე სერვისებს სთავაზობს ბიბლიოთეკებსა და სააბონენტო დაწესებულებებს.

სურვილის შემთხვევაში, დამატებითი სერვისების გამოწერისას, პორტალი საშუალებას გვაძლევს წვდომა გვქონდეს (PDF, ePub), ფორმატებში.

11.

 დღეისათვის მოქმედი ერთადერთი საზოგადოება, რომელიც ჩამოყალიბდა 1660 წელს, მეფე ჩარლზ მე-2-ს ეგიდით. მისი შექმნის იდეა წარმოიშვა მეცნიერების ხელშესაწყობად და მისი როლის ასამაღლებლად იმდროინდელ საზოგადოებაში. დღეისათვის საზოგადოება მოქმედებს როგორც ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური მრჩეველი. 1665 წელს საზოგადოებამ მსოფლიოს წარუდგინა მეცნიერებისათვის მიძღვნილი პირველი ჟურნალი. ასე ჩამოყალიბდა საზოგადოების გამომცემლობა “The Royal Society Publishing”. საზოგადოება ასევე პირველი იყო ექსპერტული რეფერირების პროცესის დანერგვაში, რომელიც დღეისათვის ასე ფართოდ გამოიყენება მსოფლიო მაშტაბით. მან მნიშვნელოვანი როლი  ითამაშა მრავალ ფუნდამენტურ აღმოჩენებში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეცნიერების ისტორიის განვითარებაში და დღემდე აგრძელებს მსოფლიოს გაოცებას განსაკუთრებული მიღწევებით