სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლიდან ფუნქციონირებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო (60 კრედიტიანი) პროგრამა, რომლის მიზანია: დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის საფეხურებისთვის მოამზადოს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ქართულის, როგორც მეორე ენის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკის (I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI), ბუნებისმეტყველების (I-VI), დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული (I-IV), უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, რუსული) მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია:
ა) საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნების შესაბამისად დარგის კონცეპტუალურ ცოდნაზე დაყრდნობით შეასრულოს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით განსაზღვრული მოვალეობები და პასუხისმგებლობების ერთობლიობა.
ბ) თითოეული მოსწავლის უნიკალურობის გაცნობიერებით იზრუნოს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაყრდნობით და დიფერენცირებული სტრატეგიების გამოყენებით.
გ) თანამშრომლობა როგორც სასკოლო, ისე სხვა დაინტერესებულ საზოგადოებასთან და იყოს ორიენტირებული უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, სიახლეების მიღებასა და დანერგვაზე.
დ) ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ფორმირებას, რეგიონის საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით;
პროგრამა შემუშავებულია მასწავლებლის პროფესიის სახელმწიფო რეგულირების საფუძველების, მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის და სხვა საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად,
პროგრამა ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე(60 კრედიტიანზე) მიღების წინაპირობები