კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება კონკურსი შემდეგი მიმართულებით

ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

1.პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 

2.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ოთხი  წლის ვადით  შეიძლება  აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის  გამოცდილება.

3.კონკურსი ცხადდება 2019 წლის 28 მარტს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 29 აპრილიდან 14 მაისამდე. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 14 ივნისს.

4. პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1200 (ათასორასი) ლარით. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით. იხ. საკონკურსო პირობები  და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი, CV-ის ფორმაგანცხადების ფორმა   და კონკურსანტის ანკეტა.

5. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სსიპ სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში

 მისამართზე:  ქ. ახალციხე, რუსთაველის    ქ. #113,  ოთახი #210.

 საკონტაქტო ინფორმაცია: 577 98 77 80 (გიული ზედგინიძე), 577 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)

სწრაფი წვდომის ბანერები