ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტში

თუ სწავლას გეგმავ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამაზე, მაშინ პირველად გექნება შესაძლებლობა ისწავლო ისეთი მიმართულებები,  როგორიცაა:

  • ცხოველური სურსათის უვნებლობა, ჰიგიენა და კონტროლი (რძისა და რძის პროდუქტების ტექნოლოგია, ხარისხი და უვნებლობა; ხორცისა და ხორცპროდუქტების ტექნოლოგია, ხარისხი და უვნებლობა; ცხოველური სურსათის უვნებლობა; ხორცის ინსპექტირება).
  • ცხოველების მოშენება (ცხოველთა გამრავლების ბიოტექნოლოგია; ცხოვლთა მომშენებლობა და გენეტიკა; ცხოველთა ჰიგიენა და კეთილდღეობა; ცხოველთა კვება, ორი სასწავლო კურსით; სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და მართვა).

სწავლის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფილი იქნებით დასაქმების მრავალმხრივი შესაძლებლობით, კერძოდ:

  • სხვადასხვა ტიპის მეცხოველეობის ფერმები, ცხოველური სურსათის გადამამუშავებელი საწარმოები, სასაკლაოები.
  • სახელმწიფო ორგანოები (სურსათის ეროვნული სააგენტო, სასაზღვრო ვეტერინარული სამსახური).
  • ვეტერინარული და სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიები.
  • ვეტერინარულ სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ვეტერინარული კლინიკები, ზოომაღაზიები, ვივარიუმები, ცხოველთა კოსმეტიკური კაბინეტები, ფარმაცევტული საწარმოები, ვეტერინარული აფთიაქები და სხვა.

 

📍  გაიგეთ მეტი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის შესახებ