ვაკანსიები/კონკურსის შედეგები

  • ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგები; 

იხილეთ შემაჯამებელი ოქმი.

 

  • ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის არჩევნების შედეგები; 

იხილეთ შემაჯამებელი ოქმი

2019 წლის 14 ივნისს  ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვაკანტური  აკადემიური  თანამდებობების  დასაკავებლად  ჩატარებულ   კონკურსში, კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, შესარჩევი  საკონკურსო  კომისიის გადაწყვეტილებით  გამარჯვებულები არიან:

1.დავით გოდერძიშვილი ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

2.თეა ოშხერელი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„ არაგადამდები დაავადებები“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

3.თემურ პაპუაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„ არაგადამდები დაავადებები“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

4.დემნა ხელაია ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „ცხოველური სურსათის ჰიგიენა და ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზა“ – ერთი საშტატო ერთეული);

5.თენგიზ ყურაშვილი ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „ინფექციური პათოლოგია და პრევენციული მედიცინა“ – ერთი საშტატო ერთეული);

6.მერაბ ნათიძე ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული);

7.ნინო მილაშვილი ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული);

8.ლალი მანჯავიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„ არაგადამდები დაავადებები“ – ერთი საშტატო ერთეული);

9.თეიმურაზ არეშიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„სავეტერინარო ინსტიტუციური სისტემა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

10.ზურაბ მაკარაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული) ;

11.ლევან მაკარაძე (პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი –

 „ სავეტერინარო  პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია“ – ერთი  საშტატო ერთეული).

იხილეთ  არჩევნების შემაჯამებელი ოქმი

ცხადდება სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები:

  1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 15 აპრილის N14/01 დადგენილებით უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა არჩევნები (შემდგომში – არჩევნები).
  2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 31 მაისს და დასრულდება 2019 წლის 17 ივნისს.
  3. არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 17 ივლისს.
  4. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

ე) სამოქმედო გეგმა.

  1. ბიზნესის ადმინისტრირების დეკანად შეიძლება აირჩეს იმავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
  2. ბიზნესის ადმინისტრირების საბჭო ფაკულტეტის დეკანს ფარული კენჭისყრით ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთიდაიგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
  3. დეკანის კომპეტენცია:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;

ზ) წელიწადში ორჯერ აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს;

თ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

  1. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.
  1. არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.

 

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 599 61 16 81 – საარჩევნო კომისიის მდივანი, ლამზირა კობაიძე.

ცხადდება კონკურსი  სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.

კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 10 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში. (განცხადება იწერება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე).

კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერუმებს:

ა) ფლობდეს სამეცნიერო ხარისხს;

ბ) გააჩნდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) გააჩნდეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობა;

ბ) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

გ)  CV ;

დ) სამოტივაციო წერილი.

 

ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1.პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 

2.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ოთხი  წლის ვადით  შეიძლება  აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის  გამოცდილება.

3.კონკურსი ცხადდება 2019 წლის 28 მარტს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 29 აპრილიდან 14 მაისამდე. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 14 ივნისს.

4. პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1200 (ათასორასი) ლარით. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით. იხ. საკონკურსო პირობები  და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი, CV-ის ფორმაგანცხადების ფორმა   და კონკურსანტის ანკეტა.

5. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სსიპ სამცხე-ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში

 მისამართზე:  ქ. ახალციხე, რუსთაველის    ქ. #113,  ოთახი #210.

 საკონტაქტო ინფორმაცია: 577 98 77 80 (გიული ზედგინიძე), 577 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)

სწრაფი წვდომის ბანერები