„კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მიზანია ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა.  

 

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მსმენელები შეისწავლიან მეწარმისათვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს, როგორ აქციონ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად, „ბიზნეს მოდელის“ ტილოს შექმნას, ბიზნეს პროექტის წერას, ფინანსურ დაგეგმარებას. სკოლა ახალგაზრდებს აძლევს წარმატების უნიკალურ შესაძლებლობას და წარმატებული პროგრამების დაფინანსებას. სკოლაში სწავლა უფასოა. 

 ტრენინგებს უძღვება კონკურსის წესით შერჩეული მენტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი როინ თათეშვილი.

 

უკვე დასრულდა სკოლის პირველი ეტაპი. კლუბის წევრები ამზადებენ საინვესტიციო მემორანდუმებს, რომლებიც გადაიგზავნება თბილისში, შერჩევის შემდეგ გაივლიან მეორე ეტაპს და გამარჯვების შემთხვევაში მიიღებენ შესაბამის დაფინანსებას, რაც ხელშემწყობი იქნება ახალგაზრდა მეწარმეთათვის.სკოლის სწავლება ხუთ ეტაპად ჩატარდება. „კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ, პროგრამა YES-Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს 7 ქალაქში გამოაცხადა მიღება: თელავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

 პროგრამა YES-Georgia ხორციელდება 2015 წლის სექტემბრიდან ფონდი კრისტალის მიერ სს მისო „კრისტალთან“ და PH INTERNATIONAL-თან ერთად, რომელთაც შემოუერთდა ჯუნიორ ეჩივმენტი (JAG).

პროგრამის განხორციელებას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“.

 

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში სწავლის მსურველები დაგვიკავშირდით:

ტელ: 577 98 77 22  როინ თათეშვილი

 

შეხვედრები სკოლის ფარგლებში

13 მარტს, 14:00 სთზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ფარგლებში, პროექტის მონაწილეთათვის გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმესათვის აუცილებელი უნარები და ინსტრუმენტები“. ლექციას უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ბატონი როინ თათეშვილი.

როგორც ცნობილია 2018 წლის 8 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ,,კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის სწავლება, რომელიც სამი ეტაპისაგან შედგება.
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მსმენელები სწავლობენ მეწარმისათვის საჭირო უნარებს და ინსტრუმენტებს, როგორ აქციონ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად. ამ მიმართულებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქმედითი ნაბიჯი უკვე გადადგეს და წარადგინეს რამდენიმე პროექტი, რომელიც იმედია დაფინანსებას მოიპოვებს.
21 დეკემბერს სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მორიგი სწავლება გაიმართა, რომელიც მიჰყავდა კონკურსის წესით შერჩეულ მენტორს, პროფესორ როინ თათეშვილს, რომელმაც აქტიური მსმენელები სერთიფიკატებით დააჯილდოვა.