სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში “უწყვეტი განათლების ცენტრში”  2018 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები, რომელიც ახორციელებს მსმენელთა მომზადებას შემდეგ საგნებში:

 

 

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა (ინგლისური);
  • ისტორია;
  • მათემატიკა.

  აბიტურიენტთა მოსამზადებელ პროგრამებს უძღვებიან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

მომზადება შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე საგანში.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ 2 საათის ხანგრძლივობით.
თითოეული საგნის ღირებულება შეადგენს 25 ლარს.
მსმენელთათვის გათვალისწინებულია გარკვეული ტიპის შეღავათები:
• ერთი ოჯახიდან ორზე მეტი აბიტურიენტის სწავლის შემთხვევაში გაუნახევრდებათ გადასახადი.
• აბიტურიენტებს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახებიდან გაუნახევრდებათ გადასახადი.
• სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების აბიტურიენტები გათავისუფლდებიან სწავლის საფასურის გადახდისაგან.

აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოსამზადებელ ცენტრში მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

რეგისტრაცია ტარდება  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის “უწყვეტი განათლების ცენტრში”  მისამართზე:

ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. # 106, ოთახი 304;

საკონტაქტო პირი:  მანანა ობოლაშვილი        tel.: 577 98 77 11

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი